როგორ მოვამზადოთ ლეღვის კოქტეილი?

  • An'na
  • იანვარი 7, 2018

ლეღვის კოქტეილილეღვის კოქტეილი გემრიელი და სადღესასწაულო სასმელია. ლეღვის კოქტეილის გაკეთება ბევრი სახის ლიქიორით შეგიძლიათ. ზოგიერთი კოქტეილისთვის ბლენდერი გჭირდებათ, ლეღვის კოქტეილის გაკეთება კი შეიკერშიც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

ბურბონის  კოქტეილი

  • 30 გრ ლეღვის ჯემი
  • 120 გრ ვანილის გაზიანი სასმელი
  • 45 გრ ბურბონი
  • ყინული

არყის კოქტეილი

  • 1,5 ს/კ ლეღვის პიურე( გაკეთება რეცეპტში შედის)
  • ½ ჩ/კ თაფლი (გემოსთვის მეტის დამატებაც შეგიძლიათ)
  • 60 გრ კოჭას ლუდი
  • 45 გრ არაყი
  • 2 ჩ/კ დაწურული ლიმნის წვენი
  • 2 ჭიქა ლეღვი, გარეცხილი და გაჭრილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ გაფილტრული წყალი
  • 1 ჩ/კ ლიმნის წვენი

ტეკილის კოქტეილი

  • 40 გრ ტეკილა
  • 15 გრ ლეღვის ჯემი
  • 15 გრ ფორთოხლის წვენი
  • 5 როზმარინის ტოტი
  • 15 გრ კოჭას სიროფი

მეთოდი 1: ბურბონი

ჩაყარეთ ჭიქაში მხოლოდ რამდენიმე ყინული.

ყინულიან ჭიქაში ჩაასხით ინგრედიენტები. თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. ოდნავ მოურიეთ. სასმელს ძალიან ძლიერად მორევა არ სჭირდება. შეგიძლიათ კოვზიც გამოიყენოთ მოსარევად. გადაასხით კოქტეილის ჭიქაში და მიირთვით.

მეთოდი 2: არაყი

მოამზადეთ ლეღვის პიურე. ამისათვის აურიეთ ლეღვი, შაქარი, გაფილტრული წყალი და ლიმნის წვენი ბლენდერში იქამდე, სანამ მასა ერთიანი არ გახდება.

  • პიურე შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ, ან შეინახოთ მაცივარში ორი ან სამი დღით.

შეურიეთ პიურე და თაფლი კოქტეილის შეიკერში. მოსარევად გამოიყენეთ კოვზი. ბოლომდე მორევას დიდი ხანი დასჭირდება.

დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და შეიკერს თავსახური დაახურეთ. დარწმუნდით, რომ კარგად მოუჭერთ. აურიეთ კოქტეილი ძლიერად. თუ ის საკმარისად ტკბილი არაა, სურვილისამებრ შეგიძლიათ თაფლი დაამატოთ და თავიდან აურიოთ.

  • კოქტეილის ჭიქაში დასხმამდე, კარგი იქნება თუ ჭიქას გააციებთ.

მეთოდი 3: ტეკილა

აურიეთ ყველა ინგრედიენტი კოჭას სიროფის გარდა. თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. კარგად მორევის შემდეგ დაამატეთ კოჭას სიროფი და შეიკერი მაქსიმალურად გაავსეთ ყინულით. კოქტეილი მაგრად ათქვიფეთ რამდენიმე წამით. გამოიყენეთ ძაბრი და ისე ჩაასხით კოქტეილი ჭიქაში. მორთეთ როზმარის ტოტებით.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.