როგორ მოვამზადოთ ლიმონათის და ლიმნის წვენი?

  • commail.comedyin
  • March 27, 2014
  • 0

ლიმონათიბევრმა არ იცის როგორ შეიძლება მოვამზადოთ ლიმონათი სახლის პირობებში,ამიტომ მე გაგიზიარებთ ჩემ რეცეფტს.

ინგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი – 2 ჩაის კოვზი
  • შაქარი 3 – ჩაის კოვზი
  • გაზიანი წყალი – 2 ჭიქა

 

 

ლიმნის წვენი1 ჭიქაში ჩაასხით 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და გაზიანი წყალი ჩადეთ ჭიქაში ლიმონის ნაჭერი. დაამატეთ შაქარი და აურიეთ.

 

 

ლიმონიახლა კი შემოგთავაზებთ ლიმონის სასმელის რეცეფტის ინგრედიენტები:

  • 4 საშუალო ზომის ლიმონი
  • ერთი ჭიქა შაქარი

ე.ი ვიღებთ ლიმონს და ვავლებთ თბილ წყალს. შემდეგ ვამშრალებთ დავჭრით მრგვლად. ის კანთან ერთად უნდა დაჭრათ.

ქილაახლა ვიღებთ სამ ლიტრიან ქილას და მის ბოლოში ვდებთ დაჭრილ ლიმონს. ამის შემდეგ ვუმატებთ 2 ჩაის კოვზ შაქარს.

 

 

გასაბრტყელებელივიღებთ გასაბრტყელებელს და ვაწვებით ლიმონს ისეთი ძალით რომ მთელი წვენი წამოვიდეს. მიღებულ მასას ვტოვებთ, მანამდე სანამ, შაქარი არ გაიხსნება.

ამასობაში კი 3 ლიტრი გაფილტლური წყალი აადუღეთ. ვაცალოთ სანამ გაგრილდება. სანამ ის გაგრილებას მოასწრებს ჩვენი ლიმონის მასაც მზად იქნება. წყალს ვასხამთ ლიმონიან ქილაში.

შაქარიახლა ვამატებთ ერთ ჭიქა შაქარს და ვურევთ მიღებულ სასმელს კოვზით. ამ ყველაფერს ვახურავთ თავსახურს და ვდებთ ერთი დღით მაცივარში.

წინა «
შემდეგი »