როგორ მოვამზადოთ მანჰეტენი?

  • An'na
  • იანვარი 7, 2018

მანჰეტენისასმელების კლასიკა,  არაფერია კლასიკურ მანჰეტენზე უფრო გემრიელი და ლამაზი. ამ სტატიაში მე ორგვარ რეცეპტს მოგაწვდით. მანჰეტენი მზადდება როგორც ბურბონით, ასევე ჭვავის ვისკით, იმის მიხედვით, თუ რომელი გაქვთ, მოგწონთ ან თუ ორივეს ცდა გსურთ.

ინგრედიენტები:

(ჭვავის ვისკით)-1 პორცია

  • 50 მლ ჭვავის ვისკი
  • 25 მლ ტკბილი ვერმუტი (დასპირტული ღვინო)
  • 1-2 წვეთი ანგოსტურა ბიტერი
  • 1 ლიმონი
  • დაკონსერვებული, დამტკბარი ალუბალი
  • ყინული

ბურბონით-2 პორცია

  • ბურბონი-აირჩიეთ მაღალი ხარისხის ბურბონი. ასევე შეგიძლიათ ამერიკული ვისკის გამოყენება (ჯეკ დენიელსი ან ჯიმ ბიმი) ან კანადური ვისკი (Wiser’s, Crown Royal ან Canadian Club)
  • ტკბილი მუქი ვერმუტი
  • ალუბლის წვენი
  • დაკონსერვებული, დამტკბარი ალუბალი
  • ანგოსტურა ბიტერსი
  • ყინული

მეთოდი 1: ჭვავის ვისკით

ჩაყარეთ ყინული მარტინის ჭიქაში გასაციებლად.

ჩაასხით ჭვავის ვისკი მოსარევ ჭიქაში და დაამატეთ ტკბილი ვერმუტი.

დაამატეთ ბიტერის 1 ან 2 წვეთი. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ნარევს ფორთოხლის ცედრა დაამატოთ. იგივე ჭიქა გაავსეთ ყინულით. ნარევი კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთიან სითხეს არ მიიღებთ.

მარტინის ჭიქიდან ყინული გადმოყარეთ და ჩაასხით სითხე მოსარევი ჭიქიდან.

მოსართავად, მოატარეთ ლიმონის ნაჭერი ჭიქის ნაპირს და შემდეგ ჩააგდეთ ჭიქაში. დაამატეთ ორი ალუბალი.

მანჰეტენი მზადაა და შეგიძლიათ მიირთვათ!

მეთოდი 2: ბურბონი

გააციეთ მარტინი მასში ყინულის ჩაყრით ან საყინულეში ჩადებით.

შეიკერში ჩაყარეთ ყინული. დაამატეთ სამი არყის ჭიქა ბურბონი, შემდეგ კი 1-1,5 არყის ჭიქა ტკბილი ვერმუტი. დაამატეთ ცოტა ალუბლის წვენი. კარგად ათქვიფეთ.

მოამზადეთ ჭიქები. მოათავსეთ ერთი ან ორი ალუბალი თითო ჭიქაში და შემდეგ დაამატეთ რამდენიმე წვეთი ანგოსტურა ბიტერი.

ჩაასხით სასმელი ჭიქებში.

გემრიელად მიირთვით!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.