როგორ მოვამზადოთ მარწყვის ლიქიორი

  • Kate
  • October 23, 2013
  • 0

მარწყვის ლიქიორისაჭირო ინგრედიენტები:

  • მარწყვი (500 გრ)
  • არაყი (400-500მლ. დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე)
  • შაქარი (500-600გრ. დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და მარწყვის სიტკბოზე)
  • წყალი

მომზადება:

  1. გარეცხეთ მარწყვი, შეგიძლიათ დაჭრათ უფრო პატარა ნაწილებად.
  2. მოათავსეთ მარწყვი ცარიელ ქილაში, დაამატეთ არაყი, მჭიდროდ დალუქეთ ქილა და მოათავსეთ ბნელ, ცივ ადგილას (მაცივარში) 2 კვირით. შეგიძლიათ დაამატოთ ვანილი არომატისთვის. დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ ქილა.
  3. 2 კვირის შემდეგ მოამზადეთ შაქრის სიროფი: ადუღეთ შაქრიანი წყალი, მანამ სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. დაუმატეთ სიროფი ალკოჰოლიან მარწყვს და გააჩერეთ 24 საათი.
  4. შეანჯღრიეთ ლიქიორი და გადაასხით ბოთლებში.
წინა «
შემდეგი »