როგორ მოვამზადო მარწყვისა და ხაჭოს ტორტი?

  • pkzeze
  • მაისი 29, 2013

marwyvis da xachos torti_iHOW.GEცომისთვის აუცილებელია:
1 ჭიქა შაქარის ფხვნილი, 2 კვერცხი
400 გრ ხაჭო, 1 ჩ/კ სოდა
100 გრ კარაქი, 1 ჩ/კ ლიმნის წვენი
1 ფორთოხლის ქერქი, 3 ჭიქა ფქვილი

კრემისთვის:
0.5 ლ ნაღები, 600 გრ არაჟანი
1 ჭიქა შაქრის ფხვნილი

მოსართავად:
200 გრ მარწყვი

   ცომის მოსამზადებლად შაქრის ფხვნილი, კარაქი და კვერცხი ჩავყაროთ დიდ თასში, დავდგათ მდუღარე წყლის ორთქლზე და შეუწყვეტლივ ვურიოთ, ვიდრე შაქრის ფხვნილი დადნება. დავუმატოთ სოდა და ლიმნის წვენი. ჩავყაროთ 2 ჭიქა ფქვილი,  კარგად ავურიოთ და ცეცხლიდან გადავდგათ. დავუმატოთ ხაჭო, ფორთოხლის გახეხილი ქერქი და დანარჩენი ფქვილი. ცომი მოვზილოთ, დავაფაროთ პოლიეთილენის პარკი და 2 საათით შევდოთ მაცივარში. შემდეგ ცომი გავყოთ 8 გუნდად. 25-28 სმ დიამეტრიან ტაფაში გავფინოთ პერგამენტის ქაღალდი. თითოეული გუნდა გასაბრტყელებლით გავაბრტყელოთ ტაფის ზომაზე და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აეროღუმელში 8-10 წუთი. გაბრტყელებისას ცომი მაგიდას რომ არ დაეკროს, გასაბრტყელებელს მუდმივად ფქვილი მოვაყაროთ.
კრემის მოსამზადებლად შაქრის ფხვნილი არაჟანს დავუმატოთ და კარგად ავურიოთ შაქრის ფხვნილის გადნობამდე. ნაღები ავთქვიფოთ სანამ გასქელდება, თანდათანობით დავუმატოთ არაჟანი და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული კრემით ფენები ერთმანეთს შევუერთოთ, ტორტს მთლიანად კრემი წავუსვათ და მარწყვით გავაფორმოთ.

წინა «
შემდეგი »