როგორ მოვამზადოთ მიუსლი?

  • An'na
  • December 29, 2015
  • 0

ინგრედიენტებიიეს პროდუქტი გაჩნდა XX საუკუნის დასაწყისში შვეიცარიაში. მიუსლი გამოიგონა ექიმმა მაქსიმილიან ბირხენ-ბენერმა თავის კლინიკის პაციენტებისათვის. გავიდა დრო და მიუსლიმ მიიღო დიდი აღიარება. ფაქტიურად, მიუსლი წარმოადგენს საკვებს, რომელიც შედგება ნარევისაგან, რაშიც დამატებულია ხილის ნაჭრები, ნიგოზი და ჩირი.

ჯანმრთელი საკვები – ეს არის ყველაზე კარგი დღის დასაწყისი, ეს არის ზრუნვა შენზე და შენს ჯანმრთელობაზე, ეს არის ენერგია მთელი დღისთვის. ეს ყველაზე კარგი ვარიანტია საუზმისთვის, თქვენ არ დაჭირდებათ დიდი თანხა, თანაც მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ იგი სახლის პირობებში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ინგრედიენტები გემოვნებისამებრ. ამ სტატიაში ისწავლით როგორ უნდა მოამზადოთ მიუსლი სწორად.

ინგრედიენტები: 

  • ხორბლეული, შვრია, ჭვავი, ხორბალი და ა.შ
  • ჩირი გემოვნების მიხედვით (სასურველია ორგანული)
  • ნიგოზი და თესლები, მთელი ან დაქუცმაცებული (გემოვნების მიხედვით)
  • რძე
  • იოგურტი
  • ახალი ხილი (სურვილისამებრ)

ექიმი ბრიჩერის ორიგინალური მიუსლის რეცეპტი: 3 სადილის კოვზი შვრიის ფქვილი ან 4 სადილის კოვზი ჰერკულესი.

  • 135 მლ წყალი
  • 180 მლ იოგურტი
  • 4 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 4 სადილის კოვზი თაფლი
  • 800 გრამი კარგად გარეცხილი ვაშლი
  • 4 სადილის კოვზი დაჭრილი ნუში ან ფუნდუკი

ჩვეულებრივი მიუსლის რეცეპტი:

  • 4 ჩაის ჭიქა ხორბლეული ( ხორბალი, ჭვავი, შვრია, ბრინჯი და ა.შ)
  • 1/2 ჭიქა მზესუმზირის თესლი
  • 1/2 ჭიქა გოგრის თესლი
  • 1 ჭიქა დაჭრილი ნუში
  • 1 ჭიქა დაჭრილი ჩირი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
  • ახალი ხილი
  • ჩვეულებრივი იოგურტი
  • 1/2 ჭიქა სეზამის თესლი

მიუსლი შვეიცარულ სტილში:

  • 1 ჭიქა გერკულესი
  • 1/2 ჭიქა დაფხვნილი თესლი
  • 3/4 ჭიქა უცხიმო რძე
  • 1 დიდი ვაშლი, შიგთავსგამოცლილი და წვრილად დაჭრილი
  • 1 კალათა მოცვი
  • 1 სადილის კოვზი თაფლი
  • 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი
  • 1/2 ჭიქა მოხალული ნუში
  • 1/4 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი

მოხალული მიუსლი:

  • 750 გრამი ქერი
  • 250 გრამი დაფქვილი ქერი
  • 1/2 ჭიქა მოხალული წიწიბურა
  • 1 ჭიქა ქერის თესლი
  • 1 ჭიქა ქოქოსის ფიფქები
  • 1/3 ჭიქა სეზამის თესლი
  • 1/2 ჭიქა ნუში
  • 250 გრამი ჩირი
  • 250 გრამი ქიშმიში
  • 1/2 ჭიქა გოგრის თესლი
  • 1/2 ჭიქა მზესუმზირის თესლი

ნაბიჯები:

1. ამოირჩიეთ ის რეცეპტი, რომლის მომზადებაც გინდათ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრადიციული რეცეპტი ან გააკეთოთ თქვენი გემოვნებისამებრ. აქ არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენი იდეალური რეცეპტი.

# ჩვეულებრივი მიუსლი

  • ექიმი ბერჩერის მიუსლის ორიგინალური რეცეპტი
  • მიუსლი შვეიცარიულ სტილში
  • მოხალული მიუსლი
  • არომატული მიუსლი
  • მიუსლი დანამატებით ( კურაგა, ქიშმიში, ნიგოზი, შოკოლადი და ა.შ)

მეთოდი 1/5 საფუძველი

1. იყიდეთ აუცილებელი ინგრედიენტები. აირჩიეთ ხარისხიანი პროდუქტი. თუ დარწმუნებული არ ხართ პროდუქტის ხარისხში იმ მაღაზიაში, სადაც თქვენ მას ყიდულობთ გამყიდველთან გადაამოწმეთ მისი წარმოშობა.

  • სასურველია იყიდოთ ორგანული პროდუქტები. შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქვილი შვრია, ქერი, ხორბალი, ჭვავი და ა.შ
  • შეიძინეთ ორგანული ჩირი. ისეთი ჩირი ამოირჩიეთ, რომელიც არ შეიცავს გოგირდს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ალერგია გოგირდზე.
  • იყიდეთ ორგანული თხილეული და თესლები. მიაქციეთ ყურადღება, რომ მიწისთხილი და კეშიუ არ არის ორგანული თხილი, მაგრამ თქვენ მაინც შეიგიძლიათ მისი გამოყონება მიუსლის დამზადებისას.
  • შეიძინეთ ასევე ორგანული რძე და იოგურტი. თუ თქვენ არ მიირთმევთ რძის პროდუქტს, გამოიყენეთ მისი ალტერნატივა, მაგალითად: სოიოს რძე, თხილის და იოგურტი.
  • არ იყიდოთ ბევრი პროდუქტი. იყიდეთ იმდენი, რამდენიც ეყოფა ცოტა რაოდენობის მიუსლის მოსამზადებლად. თქვენ უნდა მოამზადოთ ცოტა რაოდენობის მიუსლი, რადგან ყოველ მირთმევაზე ახალს მიირთმევთ. ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ ახლად დამზადებულ მიუსლი გემრიელად შეექცევით.

2. გამზადება შენახვისთვის. მიუსლი სასურველია შევინახოთ ჰერმეტულ კონტეინერში, იმიტომ რომ ის ყოველთვის იქნება ახალივით. იშოვეთ კონტეინერი თავისი თავსახურით ან შუშის ქილა ასევე თავსახურით. შეინახეთ მიუსლი გრილ ბნელ ადგილას.

3. ავურიოთ ყველა ინგრედიენტი. უფრო იოლია ავურიოთ ინგრედიენტები ჯამში და შემდეგ მოვათავსოთ კონტეინერში. თქვენი კონტეინერი უნდა იყოს დიდი. ძირითადად მიუსლი შედგება მარცვლეულისგან. დანარჩენი ინგრედიენტები უნდა დაამატოთ თქვენი გემონვების მიხედვით. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩირი ძალიან კალორიულია და შეიცავს ფრუქტოზას, ამიტომ გამოიყენეთ მინიუმუმად.

  • კურაგა და ვაშლი დაჭერით პატარა კუბიკებად. ხოლო ისეთი პატარა ჩირი, როგორიცაა ქიშმიში და ალუბალი კი შეგიძლიათ გამოიყევოთ დაუჭრელად.

დაჭრა

4. კარგად აურიეთ. არ გაავსოთ კონტეინერი პირამდე, რომ გქონდეთ საშუალება კარგად აურიოთ. დავაფაროთ კონტეინერს სახურავი და გადაატრიალ-გადმოატრიალეთ რამდენიმეჯერ, რომ ინგრედიენტები კარგად აირიოს. როდესაც მიხვდებით, რომ ინგრედიენტები კარგადაა არეული, შეწყვიტეთ ეს პროცესი.

შენჯღრევა

5. ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ, როდესაც მოიხმართ თქვენ დამზადებულ მიუსლის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რზე და იოგურტი ან ცოცხალი ხილი.

იოგურტი

მეთოდი 2/5 ექიმი ბირჩერის ორიგინალური რეცეპტი

თავდაპირველად ეს იყო ”ვაშლის კერძი” და არა მშრალი საუზმე, მაგრამ ახლა თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი, როგორც დესრტად ასევე ნოყიერ საუზმედ.

1. ჩავსახათ წყალი ჯამში, დავამატოთ ხორბლის მარცვლები და დავტოვოთ მთელი ღამით წყალში. ავურიოთ ლიმონის წვენი და იოგურტი. შემდეგ დავამატოთ თაფლი და შვრია. დავამატოთ გაუთლელი ვაშლი პირდაპირ მიუსლში და კარგად ავურიოთ. დავამატოთ ზემოდან თხილი. მიუსლი მზადაა მისართმევად!!!

მზადაა

მეთოდი 3/5 ჩვეულებრივი მიუსლი

1. დიდ ჯამში ავურიოთ ყველა ინგრედიენტი. მიუსლი მზადაა მისართმევად. დაამატეთ ხილი და იოგურტი.

მზადააა

2. დავამატოთ მიუსლის ინგრედიენტები. დავამატოთ მას თესლები და თხილეული. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ დაფქვილი ქოქოსის თხილი ან სელის თესლი. თუ გსურთ ასევე დაამატეთ ვანილის შაქარი, ვანილი მას შესძენს განსაკუთრებულ არომატს.

მეთოდი 4/5 მიუსლი შვეიცარიულ სტილში

1. პატარა ჯამში ავურიოთ შვრია და ხორბალი რძესთან ერთად და გავაციოთ. გამოიღეთ მიუსლი მაცივრიდან საუზმეზე და აურიეთ სხვა ინგრედიენტებთან ერთად. მიუსლი მზადაა მისართმევად!!!

მზადაააა

მეთოდი 5/5 მოხალული მიუსლი

1. გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუს ცელსიასუმდე. დავაფაროთ ლითონის ლანგარს პერგამენტის ქაღალდი. მოაყარეთ შვრიის მარცვლები თანაბრად ლითონის ლანგარზე და გამოაცხეთ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერ ფერს არ მიიღებს. მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დაიწვას. პატარა ტაფაზე მოხალეთ ქოქოსი, კუნჟუტის თესლი და ნუში. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ დაიწვეს. რომ გადმოდგავთ ცეცხლიდან გააციეთ.

2. გაცხელების შემდეგ ყველა ინგრედიენტი გადმოიტანეთ ჰერმეტულ კონტეინერში. მიუსლი კარგად შეინახება თუ იგი იქნება შენახული ჰერმეტულ კონტეინერში თავზე კარგად დახურებული.

წინა «
შემდეგი »