როგორ მოვამზადოთ “მოხიტო”?

  • commail.comedyin
  • აპრილი 30, 2014

მოჰიტომალე ზაფხული მოვა და მასთან ერთად ცხელი დღეები. სიცხეში ცივ კოქტეილზე უკეთესი არაფერია. მოხიტო მშვენიერი კოქტეილია წვეულებისთვის მეგობრებთან ერთად დასალევად ან უბრალოდ გასაგრილებლად. მოხიტო ტრადიციული კუბური გამაგრილებელო სასმელია. კოქტეილის მომზადება არც თუ ისე ადვილია, მაგრამ არც ძნელი.

მოჰიტოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
  • თეთრი რომი (Bacardi Mojito) 50-60 მლ
  • ლაიმი
  • 1.5 ჩაის კოვზი შაქარი
  • 8 ცალი პიტნა
  • გაზიანი სასმელი,მინერალური წყალი
  • მაღალი ჭიქა
  • საწრუპი
  • ყინული

ჩადეთ პიტნა მაღალ ჭიქაში. აკურატულად დაასხით სიროფი ან ლაიმის წვენი. ფოთლები შეიძლება ცოტათი დაიკუჭოს, მაგრამ არ დახიოთ. ამის შედეგად კოქტეილს განუმეორებელი არომატი ექნება.

პიტნის და ლაიმის არევით მიღებულ სასმელს ვაყრით ყინულს. ყინული უნდა იყოს ზემოთ პიტნის ფოთლობი კი ჭიქის ბოლოში მათ არ უნდა იმოძრაონ სასმელში.

ვამატებთ რომს შემდეგ კი გაზიან სასმელს. ცოტათი ვურევთ და … ვტკბებით!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.