როგორ მოვამზადოთ მსუბუქი ქათმის სალათი?

  • An'na
  • January 27, 2016
  • 0

მზადაქათმის სალათი არის მსუბუქი და გემრიელი. რაც მთავარია ძალიან სასარგებლო. ეს სალათი გამოიყენება წელიწადის ნებისმიერ დროში. შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე. სადილსა და ვახშამზე. აქ არის რამდენიმე მეთოდი და თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო.

 

ინგრედიენტები:

ქათმის სალათი ატრიასთან:

  • მაიონეზი
  • ქათამი (წვრილად დაჭრილი)
  • სტაფილო (დაჩეხილი)
  • შავი ქლიავი
  • ნიახური ( დაჭრილი)
  • ბოლოკი (დაჭრილი)
  • ყვითელი წიწაკა (დაჭრილი)
  • ატრია
  • ნებისმიერი ბოსტნეული თქვენი სურვილით

სამხრეთის ქათმის სალათი:

  • ოთხი ძვალგაცლილი ქათმის გული
  • 3 კარგად მოხარშული კვერცხი
  • 1/2 ჭიქა ყურძენი და 1/4 ჭიქა ქიშმიში (სურვილისამებრ)
  • 1/2 ჭიქა მსუბუქი მაიონეზი
  • 1 სადილის კოვზი კამის სანელებელი
  • 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 სადილის კოვზი თაფლი
  • 1/4 სადილის კოვზი ნიახურის თესლი
  • 1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი ხახვის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი ბაზილიკა
  • მარილი და პილპილი

ჩინური ქათმის სალათი:

  • 4 სადილის კოვზი სოიოს სოუსი
  • 2 ჩაის კოვზი სეზამის თესლის ზეთი
  • 450 გრამი ქათმის თეთრი ხორცი,კანისა და ძვლების გარეშე
  • 1/2 თავი პეკინის კომბოსტო,წვრილად დაჭრილი ( დაახლოებით უნდა გამოვიდეს 6 ჭიქა)
  • 1/4 თავი წითელი კომბოსტო,წვრილად დაჭრილი (უნდა გამოვიდეს 2 წიქა)
  • 1 დიდი სტაფილო,წვრილად დაჭრილი (უნდა გამოვიდეს 2 ჭიქა)
  • 3 თავი ხახვი,გაფრცქვნილი წვრილად დაჭრილი (უნდა გამოვიდეს 1/2 ჭიქა)
  • 2 მანდარინი,გაფრცქვნილი და დაჭრილი
  • 170 ჩინული ატრია,გაცხელებული (ისე რომ ხრაშუნებდეს)
  • 1/3 ჭიქა ბრინჯის ღვინის ძმარი
  • 1 ჩაის კოვზი დაჩეხილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი დაჩეხილი ჯანჯაფილი
  • 2 სადილის კოვზი კანოლის ზეთი
  • 2 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • 1 1/2 ჩილის-ნივრის სოუსი ან ჩილის სოუსი
  • 1/4 ჭიქა დაფქვილი ნუში

მეთოდი 1/3: ქათმის სალათა ატრიით

1. მოვამზადოთ ინგრედიენტები. მოვხარშოთ ატრია. როდესაც იგი იქნება მზად გავაციოთ მაცივარში. მოვამზადოთ ქათამი და ყველა ის ბოსტნეული,რომელიც გინდათ რომ გამოიყენოთ და წვრილად დავჭრათ.

2. ატრიას გაციების შემდეგ მოათავსეთ იგი ჯამში. ჯამის ზომა დამოკიდებულია თქვენი ინგრედიენტების რაოდენობაზე. ჯამში შემდეგ დაამატეთ ბოსტნეული და მაიონეზი.სალათაში გამოიყენეთ იმდენი მაიონეზი რამდენიც გსურთ. მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ მაიონეზმა უნდა დაფაროს სალათა,მაგრამ არ უნდა იყოს იმდენი,რომ მთელი სალათა მხოლოდ მაიონეზისაგან შედგებოდეს.

მაიონეზი

3. ავურიოთ ყველაფერი. შეგიძლიათ მიირთვათ ახლავე ან შეინახოთ მაცივარში.

მზადა

მეთოდი 2/3 სამხრეთის ქათმის სალათი

1. მოხარშეთ ქათამი მარილიან წყალში ან ქათმის ბულიონში,იქამდე სანამ არ დაიწყებს დაშლას. ამას დასჭირდება დაახლოებით 1 საათი. ამოიღეთ ქათამი წყლიდან,მოაყარეთ ნიორი,ხახვის ფხვნილი,ნიახურის თესლი,ბაზილიკა და გააციეთ.

2. კარგად მოხარშეთ კვერცხი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის წყალი,რომელშიც მოხარშეთ ქათამი. როდესაც კვერცხი მოიხარშება,გააციეთ ცივი წყლის ქვეშ და დაელოდეთ,სანამ გაცივდება თავისივე კანში.

კვერცხი

3. გაფრცქვენით კვერცხი და დაჭერით კუბიკებად. კუბიკების ზომა უნდა იყოს დაახლოებით 0,6 სმ ზომის. გამოიღეთ ქათამი მაცივრიდან და გაჩიჩქნეთ დანით და ჩანგლით.

4. აურიეთ მაიონეზი,კამის სანელებელი,თაფლი,ლიმონის წვენი ცალკე ჯამში. დაამატეთ ქათამი,კვერცხი,ყურძენი (ქიშმიში) და მაიონეზის მასა. გადააფარეთ ამ მასას პოლიეთილენის პარკი და შედეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში,უმჯობესია 1 საათით. მიირთვით!

მზადაა

მეთოდი 3/3 ჩინური ქათმის სალათი

1. გაახურეთ ღუმელი 177 გრადუს ცელსიუსამდე. აურიეთ 1 სადილის კოვზი კუნჟუტის ზეთი და 1/2 სადილის კოვზი სოიოს სოუზი. სამზარეულოს ფუნჯით კარგად წავუსვათ ეს მასა ქათმის ფილეს.

2. ღუმელის გახურების შემდეგ ქათმის ფილე ჩავდოთ ღუმელში 13-15 წუთის განმავლობაში. ქათმის ფილე ვარდისფერიდან,უნდა გახდეს თეთრი ფერის და მისი წვენი უნდა გახდეს გამჭვირვალე.

ქათამი

3. დაჭერით ქათმის ფილე ნაჭრებად. ამ ნაჭრების ზომა უნდა იყოს 0,6-1,2 სმ.

4. სასალათეში აურიეთ ერთმანეთში პეკინის კომბოსტო,წითელიკომბოსტო,სტაფილო,მანდარინი,ხახვი,ატრია და დაჭრილი ქათმის ფილე.

მზადააა

5. ცალკე ჯამში ათქვიფეთ სალათის მოსაკაზმი ინგრედიენტები. ათქვიფეთ სამი სადილის კოვზი სოიოს სოუსი,ძმარი,ნიორი,ჯანჯაფილი, 1 1/2 ჩაის კოვზი კუნჟუტის ზეთი,ყავისფერი შაქარი და ჩილის სოუსი.

6. შემდეგ ეს მასა აურიეთ სალათასთან ერთად. ზემოდან მოაყარეთ დაფქვილი ნუში. გემრიელად მიირთვით!!!

 670px-Make-an-Easy-Chicken-Salad-Step-23

 

წინა «
შემდეგი »