როგორ მოვამზადოთ ნატურალური წვენები

  • iako9
  • ნოემბერი 15, 2012

ნატურალური სასმელების მომზადება არ არის რთული სახლის პირობებშიც კი, მთავარია გვქონდეს საჭირო ინგრედიენტები და ვიცოდეთ ის მარტივი მიმდევრობა რომლის მიხედვითაც ხდება ნატურალური წვენის მომზადება.

ასკილის ნაყენი

ინგრედიენტები: 2 სუფრის კოვზი ასკილი, 1/2 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჭიქა წყალი

ასკილი დავჩეხოთ, გავრეცხოთ და დავასხათ ადუღებული წყალი, დავაფაროთ თავსახური, ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. გავაჩეროთ 4-6 საათი, გადავწუროთ, დავამატოთ შაქარი, არომატისთვის შეიძლება ლიმნის ცედრის დამატება.

მარწყვის წვენი

ინგრედიენტები: 1 ჭიქა მარწყვი, 1 სუფრის კოვზი შაქარი.

მარწყვი დავჭყლიტოთ და გამოვწუროთ წვენი, დავამატოთ შაქარი და შევინახოთ მაცივარში. მსგავსი წვენის გაკეთება შეიძლება ასევე ჟოლოსგან, ალუბლისგან და სხვა კენკროვანი ხილისგან.

სტაფილოს წვენი ლიმნით

ინგრედიენტები: სტაფილო – 150 გრამი, შაქარი – 1/2 სუფრის კოვზი, ლიმონი – 2 ნაჭერი, წყალი – 1/2 ჭიქა.

მდუღარე წყალში ჩავაგდოთ ლიმნის ცედრა, შაქარი და გავაციოთ. სტაფილო გავხეხოთ და დავამატოთ ლიმნის წვენი. ვიტამინებით სავსე სასმელი მზადაა.

პომიდვრის წვენი

ინგრედიენტები: 250 გრამი მწიფე პომიდორი

მწიფე პომიდორს მოვასხათ მდუღარე წყალი, გავფრცქვნათ და დავჭრათ ნაჭრებად, შემდეგ გადავწუროთ და შემდგათ მაცივარში.

წინა «
შემდეგი »