როგორ მოვამზადოთ ორეოს ტრუფელები?

  • An'na
  • იანვარი 5, 2016

ტრუფელიმათთვის, ვისაც უყვარს ორეოს ნამცხვრები, ეს ერთ-ერთი გზაა რომ სიამოვნება მიიღოთ ორეოსაგან. ამ რეცეპტით თქვენს საყვარელ ნამცხვრებს ორეოს ტრუფელები ჩაანაცვლებს.

 

ინგრედიენტები:

ორეოს ნამცხვრის ტრუფელები

  • 1 შეკვრა ორეო, კარგად დასრესილი და განცალკევებული
  • 1 შეკვრა ფილადელფიური კრემ-ყველი, დარბილებული
  • 2 შეკვრა “Baker’s”-ის ნახევრად-ტკბილი გამდნარი შოკოლადი( ან თეთრი ნუშის ფილა)
  • თუ ამზადებთ ვეგეტარიანულ ვარიანტს, უბრალოდ ჩაანაცვლეთ ყველა ინგრედიენტი ვეგეტარიანული ორეოთი, კრემ-ყველი, შოკოლადით.

ორეო-ნუტელას ტრუფელები

  • 1 შეკვრა ორეო
  • 1 შეკვრა კრემ-ყველი
  • ნუტელა

მეთოდი 1: ორეოს ნამცხვრის ტრუფელები

1. დაფშხვენით ორეოს ნამცხვრები კარგად, ნამცეცებად. აურიეთ სამი ჭიქა ორეოს ნამცეცები და კრემ-ყველი და მოურიეთ სანამ კარგად არ აირევა ერთმანეთში.

ორეო და კრემი

2. დაამრგვალეთ ნარევი 2,5 სმ ზომის ბურთებად. დადეთ თითოეული ბურთულა ცვილის ქაღალდგადაფარებულ გამოსაცხობ ლანგარზე.

რგოლი

3. გაალღვეთ შოკოლადი.

  • მოურიეთ გამდნარ შოკოლადს კბილის ჩხირით.

4. ამოავლეთ ბურთულები შოკოლადში. დააბრუნეთ ისინი გამოსაცხობ ლანგარზე. იმისათვის რომ ბურთულა ამოვავლოთ შოკოლადში, გამოყენეთ ტრუფელის ჩამჩა ან ორი ჩანგალი.

  • როდესაც ბურთულებს ამოიღებთ, დაელოდეთ სანამ ზედმეტი შოკოლადი ჯამში ჩაიღვრება და მხოლოდ შემდეგ დადეთ ლანგარზე.

5. გააცივეთ ორეოს ტრუფელები. შედგით მაცივარში 1 საათით ან სანამ ბურთულები არ გამაგრდება.

ტრუფელები

მეთოდი 2: ორეოსა და ნუტელას ტრუფელები

1. ჩადეთ ორეოს ნამცხვრები ელვაშესაკრავიან პაკეტში. გამოიყენეთ ცომის გასაბრტყელებელი ორეოს დასაფშხვნელად სანამ დიდი ნაფშხვენებიც კი არ დაიფშხვნება.

ორეო

2. გადაიღეთ ორეო დიდ ჯამში. 

  • კრემ-ყველი ამატეთ ორეოს, სანამ ნარევი არ იქნება პლასტილინივით.

3. დაამრგვალეთ ცომი პატარა ზომის ფორმებად. დადეთ ტრუფელები თეფშზე და შედგით საყინულეში  7-12 წუთით.

4. გააცხელეთ ნუტელა მიკროტალღოვან ღუმელში. გაყინული ტრუფელები ამოავლეთ ნუტელაში. დააწყევთ ბურთულები თეფშზე. შედგით საყინულეში და გაყინეთ 10-15 წუთით ან სანამ ბურთულები არ გამაგრდება და ნუტელა კარგად არ მიეკრობა.

5. ამოიღეთ ბურთულები საყინულედან. მზადაა!

  • მიურთმეველი ტრუფელები შეინახეთ ჰერმეტიულად დახურულ კონტეინერში. მიირთვით 3 დღის მანძილზე.

ტრუფელი

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.