როგორ მოვამზადოთ ორცხობილა ”ანაბეჭდი”?

  • An'na
  • იანვარი 4, 2016

მზადაააიმისათვის, რომ გამოვაცხოთ ორცხობილა ”ანაბეჭდი” თქვენ ყოველ ორცხობილაზე უნდა დატოვოთ თქვენი დიდი თითის ანაბეჭდი, რომელიც შემდგომ უნდა ამოავსოთ ჯემით. ქოქოსის დამატებით ჩვენ ვიგრძნობთ შესანიშნავ ხრაშუნს და სიამოვნებას.

 

ინგრედიენტები:

ულუფის რაოდენობა: 32 ორცხობილა

  • 3 ჯოხი უმარილო, ოთახის ტემპერატურის კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 3-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/4 ჩაის კოვზი კოშერის მარილი
  • 1 კვერცხი ათქვეფილი 1 სადილის კოვზ წყალში
  • 200 გრამი დამტკბარი ქოქოსის ფანტელები
  • ჟოლოს/ გარგრის ჯემი

ნაბიჯები: 

მეთოდი 1/3: ცომის მომზადება

ეს ფხვიერი ცომის რეცეპტი შეიძლება გამოიყენოთ სხვა ფხვიერი ორცხობილების გამოცხობისას, მაგალითად, ლინცკის ტარტის და შოკოლადის ხლებცის. ფქვილის გაცრა ხდის ამ ორცხობილას მსუბუქს და ჰაეროვანს.

1. დიდ ჯამში მოვათავსოთ კარაქი, შაქარი და ვანილი. ვურიოთ ხელით ან ელქტრო მიქსერით ორი წუთის განმავლობაში. გავცრათ ფქვილი და მარილი.

კარაქი

2. დავამატოთ კარაქს თითო-თითო ჭიქა მშრალი ინგრედიენტები და კარგად ავურიოთ. მოვაყაროთ ფქვილი სამუშაო მაგიდას. გადმოვიტანოთ ცომი ჯამიდან ფქვილმოყრილ მაგიდაზე და დავამრგვალოთ.

ცომი

3. შევახვიოთ ცომი პოლიეთილენის პარკში და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში. 

გავაციოთ

მეთოდი 2/3 ორცხობილის მომზადება

ავთქვიფოთ კვერცხი და 1 სადილის კოვზი წყალი ერთმანეთში, ეს ქოქოსის ფანტელებს დაეხმარება მიეკრას ორცხობილებს, ხოლო კვერცხი მისცემს ორცხობილას ოქროსფერ ფერს.

ნაბიჯები:

1. გავახუროთ ღუმელი 350 გრადუს ფარენგეიტამდე (180 გრადუს ცელსიუსამდე). ჩადეთ ლითონის ლანგარი ღუმელში. ათქვეფილი კვერცხი პატარა ჯამით დადგით ლითონის ლანგრის გვერდზე. ასეთივე პატარა ჯამში ჩაასხით ქოქოსის რძე და ისიც დაუდგით კვერცხს გვერდზე.

კვერცხი

2. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და დავამრგვალოთ. თუ თქვენ იყენებთ სასწორს, მაშინ თითოეული ბურთულა უნდა იწონიდეს 28 გრამს. ამოვავლოთ ბურთულა კვერცხიან მასაში. ეს ბურთულა შემდეგ ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელებში.

რძე

3. დანარჩენი ორცხობილებიც ამოვავლოთ ასევე, იქამდე სანამ არ შეივსება ლითონის ლანგარი. ორცხობილებს შორის დავტოვოთ პატარა ადგილები.

ორცხობილა

4. გავაკეთოთ ჩაღრმავება ყველა ორცხობილაზე დიდი თითით. ავიღოთ 1/4 ჩაის კოვზი ჟოლოს ან გარგრის ჯემი და ჩავსხათ ყველა ჩაღრმავებაში.

ჯემი

მეთოდი 3/3 ორცხობილის გამოცხობა

ორცხობილის გამოცხობა ჯემის დადებამდე შეგიძლიათ 1 კვირით ადრე. მაგრამ თუ თქვენ  ჯემს ადრე დაადებთ იგი აღარ იქნება ხრაშუნა, იგი დარბილდება.

1. გამოვაცხოთ ორცხობილა 20-25 წუთის მანძილზე, სანამ ქოქოსი არ გახდება ოქროსფერ-ყავისფერი. გავაციოთ ორცხობილები ლანგარზე ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვიღოთ გასაციებელ ბადეზე და იქაც გავაციოთ. ორცხობილა მზადაა შეგიძლიათ მიირთვათ!

მზადაააა

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.