როგორ მოვამზადოთ პიცა მარტივად, ქართულად და იაფად?

  • sunshine
  • თებერვალი 6, 2014

პიცაპიცა საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარულ და იაფფასიან საკვებ პროდუქტად ითვლება, თუმცა საქართველოში, პროდუქტების ნაკლებობის გამო, მას ერთგვარი ფუფუნების სახე აქვს. იმისათვის, რომ პიცა გემრიელი გამოვიდეს საჭიროა ტომატის სოუსი, ყველი პარმიზანი და მოცარელა, რაც მეტნაკლებად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ბევრმა კი არ იცის, რომ იტალიური პროდუქტების შესაბამისი ქართული პროდუქტებით შეცვლა დიდ სხვაობას არ იწვევს. ამ პოსტში შემოგთავაზებთ ორგვარი პიცის მარტივ რეცეპტს: მარგარიტა და პეპერონი.

პიცის ცომის მომზადების წესი

ინგრედიენტები:

  • წყალი – 400-500 გრ;
  • ფქვილი – 700 გრ;
  • საფუარი – 4 ჩ.კ;
  • მარილი -1/2 ჩ.კ;
  • შაქარი – ერთი მწიკვი;
  • ზეითუნის ზეთი – 5 ს.კ.

თავდაპირველად გავცრათ ფქვილი, დავამატოთ საფუარი, მარლი, შაქარი. შემდეგ დავასხათ წყალი და საბოლოოდ დავამატოთ ზეითუნის ზეთი. კარგად მოვზილოთ და დაახლოებით 1,5 საათი გავაჩეროთ დაველოდოთ ცომის ამოსვლას.
შემდგომ კი კარგად მოვზილოთ და გავამზადოთ ღუმელში გამოსაცხობად.

ინგრედიენტთა აღნიშნული რაოდენობა 4 პორციაზეა გათვალისწინებული.

პიცა მარგარიტა

მარგარიტა გამორჩეულია ყველა პიცისაგან, მას ძალიან ცოტა ინგრედიენტები ესაჭიროება, თუმცა ძალიან გემრიელია.

მარგარიტა

1 ს/კ ტომატ პასტა გავხსნათ 50 გრამ წყალში, კარგად ვურიოთ რომ სოუსის ფორმა მიიღოს და წავუსვათ მოზელილ ცომს. მოცარელას მაგივრად შეგვიძლია სულგუნი გამოვიყენოთ. თხელ კუბებად დავჭრათ და მოვაყაროთ. ამის შემდეგ ისევ თხლად წავუსვათ ტომატ პასტა, და მოვახეხოთ მარილიანი ყველი (ყველს თვალით მარტივად განსაზღვრავთ რამდენი ეყოფა). დაახლოებით 100-100 გრამი, როგორც სულგუნი, ასევე მარილიანი ყველი.

შევდგათ ღუმელში, 180-200 გრადუსზე და დაველოდოთ 13-15 წთ.

პიცა პეპერონი

პეპერონი მარგარიტას მსგავსი პიციაა, მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა. ძეხვი პეპერონო, რომელიც ეგზოტიკულ არომატს აძლევს.

საქართველოში პეპერონი თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება , თუმცა არ ქონაც არაა პრობლემა და ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ძეხვის გამოყენებაცაა შესაძლებელი.

peperoni-ihow.ge

პეპერონი მზადება თითქმის იდენტურია, იმ განსხვავებით რომ სულგუნებთან ერთად მრგვალად დაჭრილ ძეხვს ვათავსებთ პიცის ცომზე.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მორთოთ ზეთისხილით, პომიდვრით, სოკოთი და სხვა ინგრედიენტებით. დღესდღეობით, კლასიკური პიცის მოყვარულთა რიცხვი მეტად მცირდება, სამაგიეროდ იზრდება კულინარიული ექსპერიმენტები და შეფ-პოვრები დღითი-დღე მეტად განსხვავებულ პიცის რეცეპტებს იგონებენ. ასე რომ მომზადებისას, განეწყვეთ კრეატულად და შექმენით თქვენი პირადი კულინარიის შედევრი.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.