როგორ მოვამზადოთ პიცის სოუსი პომიდვრით?

  • ნათია ჩაკვეტაძე
  • მარტი 16, 2018

პიცის_სოუსიპიცა იტალიური კერძია და ძნელი მოსამზადებელი ჰგონიათ. ამ სტატიაში ისწავლით თუ როგორ უნდა მოამზადოთ პიცის ნამდვილი სოუსი. ამიტომ თუ გიყვართ პიცა, გამოიყენეთ ეს სოუსი. ის ადვილად და მარტივად მოსამზადებელია. მისი გამოყენება სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის და ბევრად უკეთესია კეტჩუპით მომზადებულ პიცაზე.

ინგრედიენტები პიცის სოუსისთვის:

პომიდორი 3ც;

ნივრის კბილი 2ც;

ხმელი რეჰანი-1მწიკვი;

პაპრიკა-1 მწიკვი;

წითელი წიწაკა გემოვნებით;

მარილი გემოვნებით;

ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი 50მლ.

პიცის სოუსის მომზადების წესი:

პომიდორს გავაცალოთ კანი, დავჭრათ წვრილად. ტაფაზე დავასხათ ზეთი და როცა გაცხელდება, ჩავაგდოთ 2 ცალი  დაჭყლეტილი ნივრის კბილი და მოვბრაწოთ, შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი და კანგაცლილი პომიდორი  და ვშუშოთ, როცა წამოდუღდება, დავუმატოთ რეჰანი, მარილი, პაპრიკა, წიწაკა.

სოუსი პიცისთვის

როცა ეს ნაზავი ადუღდება და მიიღებს არაჟნის სისქეს, გადმოვდგათ და გავაგრილოთ. ამოვიღოთ ნივრის კბილი. გაგრილების შემდეგ დავაბლენდეროთ და ისე გამოვიყენოთ პიცის მომზადებისას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცისა და კარტოფილის სოუსადაც.

თუ ხართ გემრიელი პიცის მომზადებით დაინტერესებული აუცილებლად უნდა გაეცნოთ შემდეგ სტატიებს:

როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი ნიუ-იორკის სტილის პიცა?

როგორ მოვამზადოთ პიცა მარტივად, ქართულად და იაფად?

როგორ მოვამზადოთ სოკოს პიცა?

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი პიცა?

წინა «
შემდეგი »