როგორ მოვამზადოთ რძიანი კოქტეილი?

  • An'na
  • თებერვალი 2, 2016

მარწყვის კოქტეილირძიანი კოქტეილი-ეს არის ძალიან გემრიელი დესერტი, ამ კოქტეილის ერთ-ერთი ინგრედინტი ნაღების ნაყინია. ეს კოქტეილი იდეალურად შეესაბამება ბურგერს და კარტოფილ ფრის, იგი ასევე შეიძლება იყოს გამაგრილებელი დესერტი. თქვენ ამ სტატიაში იხილავთ საფუძვლიან რძის კოქტეილს მომზადების ინსტრუქციას და ასევე რამდენიმე იდეას როგორ გადააქციოთ ის კლასიკურ სასმელად.

 

  • დამზადება: 5-9 წუთი
  • დამზადება (არევა): 1 წუთი
  • საერთო დრო: 10 წუთი

ინგრედიენტები:

  • 3 ბურთულა ვანილის ნაყინი
  • 60 მლ რძე
  • შოკოლადის,მარწყვი ან კარამელის სიროფი (სურვილისამებრ)
  • ვანილის ექსტრაქტი (სურვილისამებრ)
  • ალაო (სურვილისამებრ)
  • გაყინული ხილი (სურვილისამებრ)
  • 3 დაფხვნილი კანფეტი (სურვილისამებრ)
  • 1 ფილა შოკოლადი,დატეხილი ნატეხებად (სურვილისამებრ)

ნაწილი 1/3: ინგრედიენტების ამორჩევა

1. ამოირჩიეთ ხარისხიანი ვანილის ნაყინი. რძიანი კოქტეილის საფუძველი ძირითადად ვანილის ნაყინია, შოკოლადის და მარწვის კოქტეილისთვისაც. ვანილის ნაყინი საკმაოდ ტკბილია და მას არ სჭირდება ზედმეტი არომატიზატორები სიტკბოსთვის.

  • ამოირჩიეთ ორი ტიპის ნაყინი,ერთი და იგივე ზომის,დაიჭირეთ ორივე ხელში  და რომელიც უფრო მძიმე იქნება,ის გამოგადგებათ თქვენი კოქტეილისთვის.
  • მსუბუქი ნაყინი უფრო ჰაეროვანია და მასში უფრო მეტი ჰაერია ვიდრე ნაყინის მასა. ამიტომ მისი არევით კოქტეილში,უფრო მეტ ჰაერს შეუშვებთ და ამიტომ მას აღარ ექნება კრემის კონსისტენცია.
  • თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ ნებისმიერი არიმატისა და გემოს ნაყინი. არ არის აუცულებელი იყოს ვანილის. თუ გინდათ დაამზადოთ პიტნის კოქტეილი შოკოლადის ნატეხებით, მაგრამ არ გინდათ პიტნის ექსტრაქტისა და შოკოლადის ნატეხების გამოყენება,მაშინ შეგიძლიათ აიღოთ პიტნის ნაყინი შოკოლადის ნატეხებით.

2.აირჩიეთ მაღალხარისხიანი რძე. რძის კოქტეილისთვის სასურველია გამოიყენოთ უცხიმო რძე, იმისათვის რომ მივიღოთ ნამდვილი რძის გემო.თუ თქვენ გსურთ ცხიმიანი,სოიოს კაკლის რძე, შეგიძლიათ ის აირჩიოთ. ამ შემთხვევაში თქვენი კოქტეილი ძალიან თხელი იქნება,ამიტომ გამოიყენეთ ნაკლები რძე ან ჩადეთ მეტი ნაყინი.

  • თუ შესაძლებელია,შეიძინეთ ადგილობრივი წარმოების მაღალხარისხიანი რძე.რაც უფრო მეტ მაღალხარისხიან ინგრედიენტებს გამოიყენებთ,თქვენი კოქტეილი უფრო უკეთესი გამოვა.

ნაწილი 2/3: რძიანი კოქტეილის დამზადება.

1.მიიყვანეთ ნაყინი დარბილებამდე. კოქტეილისთვის იდეალური ნაყინის ტემპერატურაა -7 °C, საყინულეში კი ნაყინი -18°Cზე ინახება. ნაყინი ცოტა ხნით მაგიდაზე დადეთ. ნაყინის ტემპერატურა მაშინ იქნება კარგი,როდესაც მის ამოღებას ადვილად შეძლებთ კოვზით.ნაყინი არ უნდა დადნეს მთლიანად.

  • თუ მიქსერში ჩადებთ ძალიან ცივ და მაგარ ნაყინს,თქვენ უნდა დაამატოთ ბევრი რძე და კოქტეილი ძალიან თხელი გამოვა.ნაყინისა და რძის პორციებს დიდი მნიშვნელობა აქვს.
  • ამავე მიზეზით არ დაამატოთ კოქტეილში ყინული. ყინული დადნება,დაუკარგავს გემოს და გაათხელებს.

2.დაამატეთ ნაყინის სამი ბურთულა ბლენდერში ან შეიკერში. უკეთესი იქნება კოქტეილის შეიკერის გამოყენება,რომელიც უკეთესად თქვეფავს და აერთებს რძის კოქტეილს.

  • თუ თქვენ არ გაქვთ ბლენდერი და შეიკერი,აიღეთ დიდი ჯამი და ხელის სათქვეფი.
  • როდესაც დაიწყებთ რძის კოქტეილის დამზადებას,ჩადეთ მაღალი ჭიქა საყინულეში. ჭიქა გაიყინება და კოქტეილი დიდ ხანს შეინარჩუნებს სიცივეს.

ნაყინი

3.ჩაასხით ბლენდერში 1/4 ჭიქა (60 მლ) რძე,1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი და რომელიმე დამატებითი ინგრედიენტი. ეს ის ნაბიჯია,როდესაც თქვენ შეგიძლიათ გადააქციოთ თქვენი ვანილის რძიანი კოქტეილი მარწყვის,შოკოლადის,კარამელის ან თკილიან-კარამელიან კოქტეილად.

4.ათქვიფეთ კოქტეილი 1 წუთის განმავლობაში. თუ თქვენ იყენებთ ბლენდერს,მაშინ არ ჩართით ის გაუჩერებლად. შეანაცვლეთ ბლენდერი და კოვზი ერთმანეთს.დიდ ეფექტს მიაღწევთ თუ გამოიყენებთ შეიკერს.

  • არ აქვს მნიშვნელობა რას გამოიყენებთ:ბლენდერს,შეიკერს.თქვენ უნდა გამოგივიდეთ სქელი კოქტეილი. თუ თქვენ იყენებთ კოვზს კოქტეილში,ამოღებისას უნდა იგრძნოთ წინააღმდეგობა.
  • თუ თქვენ გიყვართ კოქტეილი გაუხსნელი ნაყინით,ათქვიფეთ ეს 30-45 წამით.
  • თუ კოქტეილი ძალიან სქელია დაამატეთ რძე.
  • თუ კოქტეილი ძალიან თხევადია დაამატეთ ნაყინის ბურთულა და აურიეთ.

ბლენდერი

5.ჩაასხით კოქტეილი გაყინულ ჭიქაში. თუ კოქტეილი კარგი მომზადებულია,თქვენ დაგჭირდებათ კოვზი,რომ გადმოიღოთ ბლენდერიდან ჭიქაში. თუ კოქტეილი ადვილად გადმოისხმევა ბლენდერიდან, დაუმატეთ ნაყინი.

  • მორთეთ თქვენი რძიანი კოქტეილი ათქვეფილი ნაღებით და კოქტეილის ალუბლით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მარწყვი-მარწყვის კოქტეილისთვის. ჩადეთ კოვზი და კოქტეილის საწრუპი.

ნაწილი 3/3: ვარიანტები

1.მოამზადეთ შოკოლადის კოქტეილი ალაოთი. აიღეთ სამი ბურთულა ვანილის ნაყინი, 1/4 ჭიქა რძე და 30 გ ალაოს ფხვნილი. მოათავსეთ ეს ყველაფერი ბლენდერში.

  • გამოიყენეთ ალაოს ფხვნილი და არა ალაოდ რძე ან თხევადი ალაოს დანამატი. ალაოს ფხვნილი კოქტეილს ორიგინალურ გემოს აძლევს.

2. მოამზადეთ შოკოლადის კოქტეილი. აიღეთ 3 ბურთულა ვანილის ნაყინი,1/4 ჭიქა რძე (60 მლ),1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი და 1.4 ჭიქა (60 მლ) შოკოლადის სიროფი და მოათავსეთ ბლენდერში.

  • უკეთესი გემოსთვის ეძებეთ შოკოლადის სიროფი,მაღალ ხარისხიანი კაკაოთი.

3. მოამზადეთ მარწყვის კოქტეილი. გამოიყენეთ 1 ჭიქა გასუფთავებული მარწყვი ან 1/4 ჭიქა (60 მლ) მარწყვის სიროფი,3 ბურთულა ვანილის ნაყინი,1/4 ჭიქა რძე,1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი.

მარწყვის

4. მოამზადეთ ნაღების კოქტეილი ორცხობილით. აიღეთ 3 ცალი ორცხობილა,რომელიც თქვენ გიყვართ,ჩაყარეთ ბლენდერში,დაამატეთ 3 ბურთულა ვანილის ნაყინი,1/4 ჭიქა რძე,1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი.

5. მოამზადეთ რძის კოქტეილი თქვენი საყვარელი კანფეტებით. აიღეთ 3 ბურთულა ვანილის ნაყინი,1/4 ჭიქა რზე,1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი.კანფეტები გატეხეთ პატარა ნაწილებად და ეს ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში.

ბლენდერი

6.  მოამზადეთ კარემელი კოქტეილი მარილიანი ჩხირებით და შოკოლადის ნატეხებით. აიღეთ ცოტა კარამელი,ცოტა მარილიანი ჩხირები,შოკოლადის  ნატეხედი და ჩაამატეთ ეს ყველაფერი ალაოიან კოქტეილში,რომელიც შედგება-3 ბურთულა ვანილის ნაყინი,1/4 ჭიქა რძის და 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტისგან.

7. მოამზადეთ კოქტეილი ბანანის კრემით. ჩადეთ ბლენდერში 3 ბურთულა ვანილის ნაყინი,1/4 ჭიქა რძე,1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი,1 ბანანი და 1/2 შეფუთვა ვანილის პუდინგი.

ბანანი

 

 

 

წინა «
შემდეგი »