როგორ მოვამზადოთ სპაგეტი ბოლონეზეს სოუსთან ერთად?

  • Creed
  • მარტი 9, 2014

სპაგეტი-ბოლონეზე-ihow.geიტალიური სპაგეტი, ბოლონეზეს სოუსთან ერთად გამოდის ძალიან გემრიელი და მოსამზადად ადვილი. წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია თუ როგორ მოვამზადოთ ეს შედევრი.

 

 

 

რა დაგვჭირდება?

-სპაგეტი
-საქონლის ფარში 500 გრამი
-ზეთისხილის ზეთი
-ხახვი
-6-7 კბილი ნიორი
-100 გრამი წითელი ღვინი და 50 გრამი ღია ფერის ლუდი
-პომიდორი 400 გრამი
-მარილი, პილპილი და სუნელები

ხახვის-მოხრაკვა-ihow.geუპირველესად გავრეცხოთ და გავფრცხვნათ პროდუქტები: ხახვი, ნიორი, პომიდორი. წყლის საშუალო ზეწოლის ქვეშ გავრეცხოთ სპაგეტი. ხახვი და ნიორი დავჭრათ რაც შეიძლება წვრილად. ავიღოთ მაღალ გვერდებიანი ტაფა, ჩავასხათ ზეთისხილის ზეთი და დავდგათ ცეცხლზე. დავყაროთ ხახვი და დავბრაწოთ ნაზ ოქროსფრამდე.

 

 

ფარშის-დამატება-ihow.geშემდგომ დავამატოთ ფარში და მოვხრაკოთ იგი. როდესაც ფარში ფერს შეიცვლის, ავიღოთ ჩანგალი და გავსრისოთ არსებული კოპები. ეს გავაკეთოთ გარკვევით, რადგან კონსინსტენცია დაემსგავსოს სოუს და არა კატლეტს. როდესაც მოვიშორებთ კოპებს, ტაფაში ჩავასხათ 100 გრამი წითელი ღვინო და 50 გრამი ლუდი. ტაფას დავახუროთ სახურავი და ცეცხლი დავახენოთ დაბალზე, რათა ალკოჰოლი აორთქლდეს, ამისათვის დაველოდოთ 5 წუთი.

 

 

პომიდვრის-დამატება-ihow.geამავდროულად ავიღოთ პომიდორები და დავიწყოთ მათი გაფრცხვნა. შემდგომ დავჭრათ წვრილ კუბიკებად და ჩავყაროთ ფარშთან. დავამატოთ მარილი, პილპილი და საფუძვლიანად ავურიოთ. ცეცლხლი დავაყენოთ დაბალზე, დავახუროთ სახურავი და დავტოვოთ ჩასაშუშად. რაც უფრო დიდხანს ჩავშუშავთ კერძს მით უფრო გემრიელი გამოვა იგი. თუ განვიცდით დროის უკმარისობას, მაშინ ჩავამატოთ ცოტა წყალი, ცეცხლს ავუწიოთ და 20 წუთში სოუსი იქნება მზად.

სანამ სოუსი იშუშება ავიღოთ ქვაბი წყლით და დავდგათ მაღალ ცეცხლზე. შიგ ჩავყაროთ მარილი, ადუღებული წყალში ჩავყაროთ გარეცხილი სპაგეტი. მოვხარშოთ სპაგეტი, შემდგომ გადავასხათ ცხელი წყალი და დავამატოთ ზეთი. კერძი მივირთვათ შემდეგი სახით: თეფშეზე დავდოთ სპაგეტი, მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ ბაზილიკი ფოთლები.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.