როგორ მოვამზადოთ საზამთროს მურაბა?

  • gvantsa28
  • მარტი 10, 2014

საზამთროსაზამთროს მურაბის მომზადების მარტივი რეცეპტი.

1 კილო საზამთროს გათლილი და ლამაზად დაჭრილი ქერქი, თოთოეული ნაკუწი დაჩხვლიტეთ ჩანგლით (დამწყებთათვის – არსებობს უფრო სქელქერქიანი საზამთროები, სწორედ მათი ქერქით მზადდება მურაბა);

  • 1,300 შაქარი
  • 9 ჭიქა წყალი
  • სავსე ჩაის კოზვი სოდა

საზამთროს მურაბა კნატუნა რომ გამოვიდეს, ჯერ სოდაში უნდა „გამოიყვანოთ“. საზამთროს მურაბა იხარშება 30-30 წუთი 2-ჯერ წამოდუღებით, მაგრამ ამ წამოდუღებებს შორის 10 საათი უნდა გავიდეს;

ანუ: დაჭრილი საზამთროს ქერქი ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით 5 ჭიქა ცივი და 1 ჭიქა ცხელი წყალი, სადაც წინასწარ გახსნით 1 ჩაის კოვზ სოდას; კარგად მოურიეთ და ასე ჩატოვეთ სოდიან წყალში 5 საათი.

5 საათის შემდეგ გადაასხით სოდიანი წყალი, ძალიან კარგად გარეცხეთ საზამთროს ნაჭრები. ჩაყარეთ სუფთა ქვაბში 600 გრამი შაქრი და 3 ჭიქა (250 გრამიანი ჭიქებით) წყალი. მოადუღეთ სიროპი. ჩაყარეთ სიროპში საზამთროს ნაჭრები და 30 წუთი საშუალო ცეცხლზე წამოადუღეთ (მოდუღების დრო არ გადააჭარბოთ!!!).

გამორთეთ ცეცხლი და 10 საათი (მთელი ღამე) ჩატოვეთ ქვაბში… მეორე დღეს დაამატეთ საზამთროს დარჩენილი 600 გრამი შაქარი (კარგად მოურიეთ) , დადგით ცეცხლზე და კვლავ 30 წუთი ადუღეთ (დაბალ ცეცხლზე);

ბევრს უყვარს ლიმნის გემო და ბოლო ხარშვის დროს ამატებენ ლიმნის წვენს, ან ცედრას, უმატებენ ასევე ვანილს;

2-ჯერ 30 წუთიანი წამოდუღების შემდეგ საზამთროს მურაბა მზადაა.

ჩატოვეთ კვლავ 10 საათი მურაბა ქვაბში, კარგად გააციეთ და მეორე დღეს სტერილურ ქილებში გადაიტანეთ; მურაბის წვენი საზამთროს ნაჭრებს უნდა ფარავდეს. კარგად მოხუფეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.

წინა «
შემდეგი »