როგორ მოვამზადოთ საზამთროს წვენი?

  • An'na
  • აგვისტო 6, 2014

საზამთროს წვენისაზამთროს წვენი ჩააქრობს თქვენს წყურვილს ზაფხულის ცხელ დღეებში. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ქვემოთ მოცემული წვენებიდან, ეს დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ ბროწეულისა და საზამთროს ნაზავი.

 

 

მეთოდი 1: ათქვეფილი საზამთროს წვენი

ინგრედიენტები:

  • 1 უკურკო საზამთრო
  • შაქრის ფხვნილი ან თაფლი გემოვნებით
  • ცივი წყალი და ყინულები

 

ნაბიჯი 1 – საზამთროს წვენი:

მოათავსეთ საზამთრო საჭრელ დაფაზე. მოაცილეთ საზამთროს მისი სქელი კანი და დაჭერით (2.5 სმ) ზომის ნაჭრებად. მსხვილი ნაჭრების მისაღებად დანა უნდა იყოს ბასრი.

 

საზამთროს დაჭრა

ნაბიჯი 2 – საზამთროს წვენი: 

მოათავსეთ საზამთროს ნაჭრები ღრმა ჯამში, რეზინის კონტეინერში ან თეფშზე. ჩანგლის მაგივრად შეგვიძლია მოვაცილოთ ხელით.

დაჭრილი საზამთრო ჯამში

 

ნაბიჯი 3 – საზამთროს წვენი:

მოვათავსოთ საზამთროს დაჭრილი ნაჭრები ბლენდერში. დავამატოთ შაქრის ფხვნილი ან თაფლი.

  •   ავთქვიფოთ საზამთროს ნაჭრები და შაქარი გემოვნებით.
  •   დავამატოთ წყალი თხელი წვენისთვის, სქელი წვენისთვის კი გამოვიყენოთ ყინულები.

საზამთრო ბლენდერში

 

ნაბიჯი 4 – საზამთროს წვენი:

ათქვიფეთ კარგად სანამ წვენი არ გახდება გლუვი. ჩაასხით წვენი ჭიქაში და დაუმატეთ ყინულები. ახლა შეგიძლიათ მიირთვათ.

 

საზამთროს წვენი

მეთოდი 2:

ინგრედიენტები:

  • 7 პიტნის ფოთოლი
  • 1 1/2 ჭიქა ლიმნის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 უკურკო საზამთრო

 

ნაბიჯი 1 – საზამთროს წვენი:

მოაცილეთ საზამთროს მისი სქელი კანი. დაჭერით  (2.5) ზომის ნაჭრებით.

 

დაჭრილი საზამთრო

ნაბიჯი 2 – საზამთროს წვენი:

ავთქვიფოთ საზამთროს ნაჭრები, პიტნა და ლიმნის წვენი. ნარევი უნდა გახდეს გლუვი.

დაბლენდერებული საზამთრო

ნაბიჯი 3 – საზამთროს წვენი:

საცერის დახმარებით ჩაასხით საზამთროს, ლიმნისა და პიტნის ნარევი ქვაბში. დააჭირეთ საზამთროს იმისთვის, რომ მიიღოთ მეტი წვენი, ამისთვის გამოიყენეთ ხის კოვზი. დააამატეთ წვენს შაქარი და მოურიეთ.

კოვზი

ნაბიჯი 4 – საზამთროს წვენი:

გავათბოთ ქვაბი საშუალო–დაბალ სითბოზე. მიიყვანეთ წვენი გათბობამდე, მაგრამ არ მისცეთ ადუღების საშუალება.

ადუღებული საზამთრო

ნაბიჯი 5 – საზამთროს წვენი:

გააგრძელეთ წვენის გათბობა. გასინჯეთ ხშირად, რომ ნახოთ, როგორ ვითარდება მისი გემო. როდესაც წვენი გამზადდება, ამოიღეთ ცხელი წვენი, იმისათვის, რომ გაცივდეს.

 

საზამთრო ქვაბში

ნაბიჯი 6 – საზამთროს წვენი:

ჩაასხით წვენი კონტეინერში და გააცივეთ. შემდეგ გადაიღეთ წვენი კონტეინერიდან მაღალ, ყინულიან ჭიქაში. შევამკოთ წვენი პიტნის ფოთოლით.

 

საზამთროს წვენი

მეთოდი 3:

ინგრედიენტები:

  • 1 1/4 (625გ) უკურკო საზამთრო
  • 2 ბროწეული
  • 200გ ცოცხალი ჟოლო
  • ყინულიები

 

ნაბიჯი 1 – საზამთროს წვენი:

მოაცალეთ საზამთროს ქერქი და დაჭერით ნაჭრებად. მოაცილეთ მარცვლები ბროწეულს. რამდენიმე თესლი შექმნის განზე მორთულობას.

 

საზამთრო

ნაბიჯი 2 – საზამთროს წვენი:

მოათავსეთ საზამთრო ბლენდერში. დაამატეთ ბროწეულის მარცვლებიდა ჟოლო, ავთქვიფოთ მანამ არ გახდება გლუვი.

 

ბლენდერი

ნაბიჯი 3 – საზამთროს წვენი:

საზამთროს წვენი

ჩაასხით წვენი ყინულებიან ჭიქაში. შეგიძლიათ ჟოლო და ბროწეულის მარცვლები გამოიყენოთ მოსართავათ. გემრიელად მიირთვით!

 

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.