Google

როგორ მოვამზადოთ საზაფხულო საუზმე

დაწერილია:August 18, 2012
კომენტარები დახურულია

საუზმის მოსამზადებლად საჭიროა:

  • 4 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი ( ავსიანკა)
  • 1 ცალი ბანანი
  • 2 მანდარინი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 3 სუფრის კოვზი ნაღები (10%)
  • კაკალი
  • კენკრა

საზაფხულო საუზმის მომზადება

შვრიის ფანტელები ჩავყაროთ ჯამში და დავასხათ ადუღებული წყალი. დავტოვოთ 15 წუთი, შემდეგ კი წყალი გადავუწუროთ. ბანანი და მანდარინი გავარჩიოთ, გამზადებული ხილი დავამატოთ შვრიას. შემდეგ დავამატოთ თაფლი, ნაღები, კაკალი და თქვენი საყვარელი კენკრა. დილის საუზმე მზადაა! გემრიელად მიირთვით!

%d bloggers like this: