როგორ მოვამზადოთ საზაფხულო ხილის სალათა თეფშის გარეშე?

  • An'na
  • იანვარი 10, 2016

ხილის სალათითქვენ სურვილი გამოთქვით რომ დაამზადოთ რაიმე ტკბილი წვეულებისთვის, პიკნიკისთვის ან რაიმე სხვისთვის, თუმცა არ გსურთ ლანგრის დაკარგვა? მაშინ გამოიყენეთ ეს ჭკვიანური მეთოდი, რათა თავიდან აირიდოთ ასეთი კატასტროფა.

 

1. შეიძინეთ ან სხვაგვარად შეაგროვეთ ხილი. ამ რეცეპტს სჭირდება უთესლო ყურძენი, ვაშლი, ბანანი, ანანასი, ნესვი, კანტალუპი (ერთგვარი ნესვი ტკბილი გულით) და საზამთრო.

2. დაჭერით ხილი მცირე ზომებად. საზამთროს შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური ხელსაწყო, რომლის დახმარებითაც ბურთებს ექნებათ უკეთესი ფორმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაყინის ამოსაღები კოვზიც.

3. გაამზადეთ ყველა ხილი, რომლის გამოყენებასაც აპირებთ, ვაშლისა და საზამთროს გარდა. ვაშლს ვიყენებთ ბოლოს. ხილი დადეთ ერთჯერად თეფშზე და გადააფარეთ ნებისმიერი რამ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. უბრალოდ ხილი დადგით შესაფერის ადგილზე.

4. აიღეთ საკმარისად მჭრელი დანა და საზამთრო. დადეთ საზამთრო ერთ მხარეზე და ნახეთ რომელ მხარეზე დევს. ჩაჭერით მისი მოპირდაპირე მხარე, ზედა მხარე, 2,5-5 სმ-ზე. შემდეგ ჩაჭერით ზიგ-ზაგისებურად და მოჭრილი ნაჭერი გადადეთ.

5. მოამზადეთ ნაყინის ამოსაღები კოვზი. ამოიღეთ საზამთროს იმდენი ბურთულა, რამდენსაც შეძლებთ. ეს ძალიან გავს გოგრის გამოშიგვნას, თუმცა ამ პროცესს უკეთესი სუნი აქვს და ის ნაწილები, რომლებიც ძალიან პატარაა და არ გამოგადგებათ სალათისთს, შეგიძლიათ მიირთვათ.

საზამთრო

6. აიღეთ ორი ჯამი. ერთ იმისათვის რომ ჩაყაროთ საზამთროს ბურთულები, მეორე კი საზამთროს ხშირად გასაწურად. ახლა როდესაც ამოვიღეთ საზამთროს რამდენიმე ბურთულა, დავუბრუნდეთ მე-4 ნაბიჯში ამოჭრილ ნაწილს და გავიმეოროთ იგივე პროცესი მისთვისაც. ახლა თქვენ საზამთრო-კონტეინერი გაქვთ.

ბურთულები

7. აავსეთ საზამთრო იმდენი ხილით, რამდენსაც ჩაიტევს-არ დაგავიწყდეთ ვაშლის ჩაყრა! შეგიძლიათ მე-4 ნაბიჯში ამოჭრილი ნაწილი თავსახურად გამოიყენოთ. თქვენს შედევრს გადააკარით 2 ან 3 ფენა პოლიეთილენის ქაღალდი, ზემოთ მჭიდროდ შეკარით ლენტით, კვანძით ან ნებისმიერი რამით.

8. თქვენი სალათა მზადაა, შეგიძლიათ მიიტანოთ ივენთზე, რომელზეც მიბრძანდებით!

ხილის სალათი

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.