როგორ მოვამზადოთ საინტერესო ”გლაზოკები”

  • writer91
  • August 12, 2012
  • 0

შესაძლოა თქვენს შვილებს არ უყვართ დილით ჭამა, ან გინდათ რომ საყვარელ ადამიანს რამე განსაკუთრებული მოუმზადოთ მაგრამ დიდი დრო და ძალისხმევა არ დახარჯოთ. ყველაზე მარტივი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ეს არის კვერცხი, მარგამ სტანდარტულად გაკეთებული ომლეტი ან ”გლაზოკები’ უკვე ყველას მობეზრდა, გთავაზობთ ცოტა განსხვავებულ ხერხს.

გლაზოკების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კვერცხი
  • ბულგარული წიწაკა (სასურველია დიდი ზომის)
  • ზეთი
  • მარილი

ავიღოთ ბულგარული წიწაკა და დავჭრათ მრგვალად. დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე, ბულგარული წიწაკის შიგნით მოვათავსოთ კვერცხი, ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ”გლაზოკების” შეწვის დროს აკეთებთ.

დავახუროთ ცოტა ხნით თავსახური, თუ გსურთ, რომ კვერცხი ძალიან თოხლო არ იყოს მაშინ თავსახური მომზადებამდე დავაფაროთ.

 

 

წინა «
შემდეგი »