როგორ მოვამზადოთ სამეფო ხაჭოკვერა საუზმისთვის?

  • lali777
  • მარტი 19, 2018

samefo_xachokveras_momzadebaსამეფო ხაჭოკვერას მომზადება ძალიან მარტივია და რაც მთავარია ჯანსაღი, დაიწყეთ დილა სამეფო ხაჭოკვერით და იგრძენით თავი ნამდვილ მეფეებად. მის მოსამზადებლად თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა მიქსის გაკეთება თქვენი გემოვნების და მიხედვით, თუმცა მე შემოგთავაზებთ სტანდარტულ რეცეპტს მის მოსამზადებლად.

სამეფო ხაჭოკვერას მომზადება

ინგრედიენტები სამეფო ხაჭოკვერასთვის

ფქვილი – 3 ს.კ.

შაქარი – 3 ს.კ.

კვერცხი  – 2 ცალი

ხაჭო – 500 გრ.

ქიშმიში – 1 მუჭა

ფქვილი – საფანელისთვის

ზეთი – შესაწვავად

სამეფო ხაჭოკვერას მომზადების წესი

Iქიშმიში ჩაყარეთ თასში და დაასხით მდუღარე წყალი > წყალი რომ შეგრილდება, ქიშმიში ამოწურეთ და ქაღალდის პირსახოცზე გაშალეთ, გასაშრობად.

II. ხაჭოს შეურიეთ შაქარი და გაატარეთ საცერში > დაამატეთ  ფქვილი და კვერცხი > მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი > დაამატეთ ქიშმიში და კარგად აურიეთ.

III. სამუშაო ზედაპირზე დააცერით ფქვილი > ხელები დაისველეთ  და ცომი დაყავით პატარა გუნდებად >  მიეცით კვერის ფორმა >  ამოავლეთ ფქვილში და ასე გააჩერეთ 10 წუთი > ამოავლეთ ხელმეორედ ფქვილში.

IV.  ტაფაში გააცხელეთ ზეთი > შეწვით ხაჭოკვერები 1,5 წ. თითოეული გვერდიდან.

სუფრაზე ცხელი მიიტანეთ, არაჟანთან ერთად.

ასევე გაეცანით შემდეგ სტატიებს:

როგორ მოვამზადოთ გრანოლა?

როგორ მოვამზადოთ ბანანისა და ქოქოსის ტოსტი?

როგორ მოვამზადოთ ვეგეტარიანული ცხელი ფუნთუშები დარიჩინით?

წინა «
შემდეგი »