როგორ მოვამზადოთ სამწვადეს მარინადი?

  • Creed
  • დეკემბერი 16, 2013

მწვადის-მარინაიდს-მომზადება-ihow.geნებისმიერი ხორცის მოყვარული, კითხვაზე, საყვარელი კერძი, მწვადს გაიხსენებს. იმისათვის რომ მწვადი გამოვიდეს რბილი, წვნიანი და დნებოდეს პირში, ამისათვის საჭიროა მარინადის სწორედ შემზადება. მოგიყვებით მარინაიდის გაკეთების არასტანდარტულ მეთოდს.

 

 

 

რა დაგვჭირდება?

ღორის ხორცი – 2 კგ.
ხახვი – 4 ცალი დიდი თავი
გამხმარი რეჰანი – 2 ჩაის კოვზი
ზეთისხილის ზეთი – 4 სადილის კოვზი
ყავა
მარილი, პილპილი და სუნელები

ხორცი-მარინადში-ihow.geდასაწყისისათვის ხორცი უნდა დავჭრად სწორედ. ერთი ნაჭერი უნდა გამოვიდეს 40-50 გრამი (ზომით: 2 ასათნის კოლოფი ერთმანეთს რომ დავადოთ). ასეთი ნაჭრები თანაბრად იბრაწება. ახლა გავაკეთოთ მარინადი, დავჭრათ ხორცი და ჩავდოთ ქვაბში ან მაღალგვერდებიან ტაფაში. 4 თავი ხახვი გავხეხოთ დიდ ნაწილებით სახეხზე და ჩავყაროთ ხორცთან. დავამატოთ 2 ჩაის კოვზი რეჰანი, მარილი, პილპილი, სუნელები და ზეთი. ზეთის ხარჯზე, ხორცი კარგად გაიჟღინთება სუნელებითა და ხახვის წვენით, რაც მას მისცემს საუცხოო არომატს.

 

მარინადი-ყავით-ihow.geეხლა გვაკეთოთ მარინადის უმთავრესი მომენტი, მოვხარშოთ ყავა! (2-3 სადილის კოვზი დაფქვილი ყავა გავურიოთ 1 ლიტრი წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გადავდოთ 5 წუთით). ყავაში ჩავამატოთ 1 სადილ კოვზე ცოტა ნაკლები მარილი, მთავარი ზედმეტი არ მოგვივიდეს. თითქმის ცხელი ყავა ჩავამატოთ ხორცთან და გადავდოთ გვერდზე.

 

 

 

გამზადებული-შესაწველად-ihow.geხორცი რომ მომზადეს იგი მარინადში გავაჩეროთ 12-15 საათით. თუ უფრო დიდი დროით გავაჩერებთ მაშინ მას სიმწრის გემო ექნება. პიკანტურობისათვისთ შეგვიძლია შეწვამდე შამფურზე ხორცს ლიმნის წვენი მოვასხათ.

გემრიელად მიირთვით!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.