როგორ მოვამზადოთ საშობაო პუდინგი?

  • An'na
  • დეკემბერი 27, 2017

პუდინგიშობა პუდინგის გარეშე არ არსებობს. მდიდრული, ნოტიო, სურნელით აღსავსე, ფერადი და დახვეწილი – გემრიელად მიირთვით! 

ინგრედიენტები:

  • 500 გრ მოცხარი
  • 500 გრ ქიშმიში
  • 500 გრ ოქროსფერი ქიშმიში
  • 500 გრ პურის ნამცეცები
  • 500 გრ ყავისფერი შაქარი
  • 250 გრ თირკმლის ქონი- გამოართვით ის ყასაბს ან ჩაანაცვლეთ შესაბამისი მცენარეული ცხიმით
  • 120 გრ სხვადასხვა ხილის კანი
  • 120 გრ დაშაქრული ალუბალი,დაჭრილი
  • 120 გრ დაჭრილი ნუში
  • 1 ლიმნის გახეხილი კანი
  • 1 ფორთოხლის გახეხილი კანი
  • 1 გახეხილი სტაფილო
  • 1 გახეხილი ვაშლი
  • 1 ჩ/კ ფქვილი
  • 1 ს/კ პუდინგის სანელებლები- დარიჩინი, ხეხო და მიხაკი, ზოგჯერ ნიორი, კოჭა, ქინძი, კვლიავი და პილპილი.
  • 6 კვერცხი
  • 300 მლ გინესი (ლუდი)
  • მწიკვი მარილი
  • კარაქი ფორმის გასაქონიანებლად
  • 5 ჩ/კ ბრენდი- სურვილით

დიდ ჯამში ჩაყარეთ ქიშმიშები, მოცხარი, პურის ნამცეცები, ქონი, ყავისფერი შაქარი, ხილის კანი, დაშაქრული ალუბალი, გახეხილი სტაფილო, ლიმონის  და ფორთოხლის კანი, დაჭრილი ნუში, სუნელები, ფქვილი, გახეხილი ვაშლი და მწიკვი მარილი. მოურიეთ ხის კოვზით.

ათქვიფეთ კვერცხები და ლუდთან ერთად დაამატეთ ნარევს. მოურიეთ ხელით კარგად.

წაუსვით ცხიმი გამოსაცხობ ფორმას. ჩაასხით პუდინგის ნარევი და დააჭირეთ ნაზად. ნარევი არ უნდა იყოს ფორმაზე მაღლა. დააფარეთ წრიული ფორმის პერგამენტის ფურცელი და დააჭირეთ. შემდეგ გადააფარეთ ფოლგა.

გააკეთეთ ორმაგი ქვაბი: ჩადეთ პუდინგის ფორმა ქვაბში და ჩაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს ფორმის ¾ .

ქვაბი დადეთ მაღალ ცეცხლზე და წყალი დუღილამდე მიიყვანეთ. როდესაც ის დუღილს დაიწყებს, დაუწიეთ და ადუღეთ დაახლოებით 4 საათი.

  • მნიშვნელოვანია რომ არ დაგავიწყდეთ წყლის დამატება დაახლოებით ერთ საათში ერთხელ. ყოველ ჯერზე აადუღეთ წყალი.

დროის გასვლის შემდეგ გადადგით პუდინგი, მოხსენით ფოლგა და პერგამენტი. დაადეთ თავზე თეფში და ამოატრიალეთ პუდინგი.

მიირთვით! თქვენი საშობაო პუდინგი მზადაა.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.