როგორ მოვამზადოთ სახლი კნუტის მოსვლისთვის?

  • commail.comedyin
  • March 15, 2014
  • 0

კატისთვის სახლის მომზადებავემზადებით სახლში ოჯახის ახალი წევრის გამოჩენისთვის. ბუნებრივია რომ კნუტის სახლში გამოჩენას ოჯახის წევრების თანხმობა სჭირდება. მე აგიხსნით რა არის საჭირო იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს არ შეეშალოს ხელი და კნუტმაც თავი კარგად იგრძნოს.

პირველ რიგში თქვენ უნდა გაარკვიოთ სად შეიძენთ თქვენ მომავალ შინაურ ცხოველს. იქნება ეს ელიტური ჯიში თუ უბრალო კატა. ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე გირჩევთ კატა თავშესაფრიდან ან ქუჩიდან აიყვანოთ. ამითი სამყარო არ შეიცვლება, მაგრამ ერთი არსების სიცოცხლე შეიცვლება უკეთესობისკენ.

konsultaciaროდესაც კნუტი არჩეულია მიმართეთ ვეტერინარს და აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია. გაიგეთ როგორი აცრების გაკეთებაა საჭირო. როგორ გავაკეთოთ რწყილების პროფილაქტიკა. შეიძინეთ საჭირო პრეპარატები. გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები.

 

კატის ტუალეტიშემდეგ სახლში უნდა გავაკეთოთ კატის ტუალეტი. სჯობს აირჩიოთ ტუალეტი ბოლოში ბადით. და შემზღუდავი საზღვარით. ასევე შეიძინეთ სპეციალური ნიჩაბი ტუალეტისთვის, რადგან მისი ხმარება ძალიან მოსახერხებელია. ჯობს კატის ტუალეტის ადგილად თქვენივე საპირფარეშო აირჩიოთ, რომ სუნმა არ შეგაწუხოთ.

 

ბრჭყალების გასალესიასევე აუცილებელია გამოიყოს ადგილი ბრჭყალების გალესვისთვის და მისი ჩვენება კატისთვის. ეს შეიძლება იყოს მაღაზიაში ნაყიდი ბრჭყალების სალესი. ასევე არსებობს კატების სპეციალური კუთხე სადაც ბრჭყალების სალესი, სათამაშოები და საძინებელი გათვალისწინებულია.

 

საჭმელი ადგილისამზარეულოში აირჩიეთ ადგილი კატისთვის სადაც ის შეჭამს. შეიძინეთ ორი ჯამი. ერთი საკვებისთვის მეორე წყლისთვის და რძისთვის. კარგი იქნება თუ თქვენ ჯამის ქვეშ პატარა ხალიჩას დადებთ. კატები ხშირად საჭმელს ჯამიდან იღებენ და ჯამთან ახლოს ჭამენ, მაგრამ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ თუ კატას მარტო მშრალ სპეციალურ საჭმელს აჭმევთ.

 

საძინებელიარ არის აუცილებელი საძინებელი ადგილის არჩევაზე ფიქრი. მიეცით კატას ერთი ორი დღე და ის თვითონ აირჩევს ისეთ ადგილს სადაც ის თავს კომფორტულად გრძნობს ძილის დროს.

 

 

სათამაშ კატისთვისიყიდეთ რამოდენიმე სათამაშო თაგვი. რატომ, რამოდენიმე? იმიტომ რომ კატას შეიძლება ერთი დაეკარგოს ან მობეზრდეს მეორე კი დარჩება. გიყვარდეთ და ყურადღება მიაქციეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს და ის სითბოს და სიმშვიდეს შემოიტანს თქვენ სახლში.

წინა «
შემდეგი »