როგორ მოვამზადოთ ”სმორ” ბურთულები?

  • An'na
  • January 6, 2016
  • 0

მზადააანამცხვარი–ბურთულა (ესაა ბისკვიტის რგოლები ჯოხებზე) – ეს არის უნიკალური მეთოდი მივირთვათ პეროგი და არ შევცვალოთ რეცეპტი. ეს პატარა ზომის ბურთულები ხელმისაწვდომია, როგორც ბავშვებისათვის ისევე დიდებისათვის. ულუფაში– 48 ბურთულაა.

 

ინგრედიენტები:

  • თქვენი საყვარელი შოკოლადის პეროგის რეცეპტი
  • 1/4 – 1/2 ჭიქა ზეფირის კრემი
  • 1 ჭიქა მსხვილად დაფქვილი კრეკერი
  • 1 შეფუთვა (400 გრამი) მსუბუქი შოკოლადის ბურთულები
  • 1/2 ჭიქა წვრილად დაფქვილი კრეკერები

მეთოდი 1/4 პეროგის ნაერთის შედგენა

1. გამოაცხვეთ პეროგი. შემდეგ დაჭერით ოთხკუთხედებად, რომ მალე გაცივდეს. როდესაც გაცივდება დაფხვენით დიდ ჯამში.

დაფხვნა

2. დაამატეთ მსხვილად დაფქვილი კრეკერი და ზეფირის კრემი. დაამატეთ 1/4 ჭიქა ზეფირის კრემი. გამოიყენეთ ხის კოვზი და მოურიეთ იქამდე, სანამ არ გახდება ცომის კონსისტენციის. გააციეთ. გაციებულის დამრგვალება უფრო ადვილი იქნება.

გააციეთ

მეთოდი 2/4 ბურთულების დამზადება

1. გამოიყენეთ ცომის კოვზი, რომ ბურთულები იყოს ერთნაირი ზომის. ყველა ბურთულა უნდა იყოს ერთი სადილის კოვზი (15 გრამი). ბურთულები მოვათავსოთ სწორ ადგილზე ან ლითონის ლანგარზე, რომელშიც ჩაფენილია პერგამენტის ქაღალდი.

2. დავამრგვალოთ ბურთულები ორივე ხელით ისე, რომ თანაბარი ზომის იყოს. გავაციოთ ბურთულები. სასურველია გავაციოთ ორი საათის განმავლობაში.

დავამრგვალოთ

მეთოდი 3/4 ბურთულების ამოვლება

1. გავადნოთ შოკოლადი. ვურიოთ, რომ თანაბრად დადნეს. გავურჭოთ ჯოხები ბურთულების ცენტრში, ისე რომ კარგად დამაგრდეს.

  • შეგიძლიათ ჯოხებად გამოიყენოთ შაქარყინულის ჯოხები. ჯერ ეს ჯოხები ჩავუშვათ დამდნარ შოკოლადში და მერე ჩავარჭოთ ბურთულებს.
  • ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ჩხირები.

ჯოხები

2. ამოვავლოთ ბურთულები გამდნარ შოკოლადში. შემდეგ ამოვიღოთ ფრთხილად და ვატრიალოთ იქამდე, სანამ წვეთები არ შეწყვეტს დენას.

  • თუ თქვენ იყენებთ კბილის ჩხირებს, მაშინ ამოიღეთ იგი ბურთულებიდან და შეავსეთ ბურთულების ნახვრეტები გამდნარი შოკოლადით. კოვზის უკანა მხარით შეგიძლიათ შეასწოროთ გამდნარი შოკოლადი.

3. ასე ამოავლეთ ყველა ბურთულა და დააბრუნეთ ისე პერგამენტის ქაღალდიან ლითონის ლანგარზე. 

ამოვლება

მეთოდი 4/4 ბურთულების მორთვა

1. ზემოდან მოასხით ზეფირის კრემი. თქვენ ეს კრემი შეგიძლიათ მოასხათ ზიგზაგისებურად. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაფხვნილი კრეკერი. თუ თქვენ გინდათ, რომ კრეკერი უფრო წვრილად დაიფქვას ჩაყარეთ იგი პოლიეთილენის პარკში ან გამოიყენეთ სამზარეულოს კომბაინი.

მორთვა

2. მოვათავსოთ ბურთულები საყინულეში 1–2 საათის განმავლობაში.  მას გაყინვა, იმისთვის სჭირდება, რომ მისმა მოსართავებმა შეინარჩუნოს ფორმა.

მზადაა! შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ! ისიამოვნეთ!

მზადაა!!

წინა «
შემდეგი »