Google

როგორ მოვამზადოთ სოკოს პიცა

დაწერილია:August 20, 2012
კომენტარები დახურულია

პიცის მასალა :

პიცის ცომი– 250 გრ

175 გრამი ფქვილი, ¼ ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი მშრალი გამაფხვიერებელი, 150 მლ თბილი წყალი, 1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი.

აურიეთ ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. წყალს შეურიეთ ზეთი შემდეგ დაასხით ფქვის და მოზილეთ ცომი. ცომს წაუსვით ზეთი და გააჩერეთ 45 წუთი. ცომის გაბრტყელებამდე კიდევ ერთხელ აზილეთ.

● 600 გრ ახალი სოკო

● 3–4 ხახვი

● 3 ცალი კვერცხი

● 3 სუფრის კოვზი კარაქი

● 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

● 100 მლ რძე

● ოხრახუში, მარილი, შავი პილპილი

 მომზადების წესი:

ხახვი და სოკო ცალ–ცალკე მოშუშეთ . გააბრთყელეთ ცომი და დადეთ გამოსაცხობ ტაფაზე. წაუსვით ცომს კვერცხის გული და დააყარეთ სოკო და ხახვი. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მოაყერეთ პიცას. დაუმატეტ პილპილი და მარილი.  პიცა აცხვეთ 15–20 წუთის განმავლობაში.

სოკოს პიცა მზადაა! გემრიელად მიირთვით!

ასევე წაიკითხეთ . . .

Translate »