როგორ მოვამზადოთ სუში?

  • ninimate
  • ივნისი 4, 2014

სუშიიაპონელებისთვის სუშის მომზადება ხელოვნების დონეზეა აყვანილი, თუმცა მისი მომზადება, არც ისე რთულია და თან დღეს თბილისში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მისი მოყვარული გურმანებისთვის კი საინტერესო იქნება სუშის მომზადების ტექნლოგია.

 

რა დაგჭირდებათ სუშის მოსამზადებლად

  • ბრინჯი ყველაზე მთავარი ინგრედიენტი. სწორად არჩეული და მომზადებული ბრინჯი, მთავარი პირობაა გემრიელი სუშისა
  • ბრინჯის ძმარი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • ორაგულის ან თინუსის ფილე
  • წყალი 1 ჭიქა
  • წყალმცენარე ნორი
  • ვასაბი
  • კიტრი

ბრინჯი გარეცხეთ ცივ წყალში იმდენ ხანს, სანამ წყლს თეთრი ფერი არ მოშორდება. შემდეგ კი დაასხით ცივი წყალი, პროპორციით 1-1 ანუ თუ გაქვთ ორი ჭიქა ბრინჯი ამატებთ ორ ჭიქა წყალს. მიიყვანეთ ადუღებამდე დახურული თავით და ადუღეთ ერთი წუთი მაღალ ცეცხლზე. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ 15-20 წუთი, სანამ წყალი მთლიანად არ დაშრება. აიღეთ ცეცხლიდან, არ მოხადოთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთი.

ამასობაში სანამ ბრინჯი დგას, მოამზადეთ შესარევი მასალა. ამისთვის 2 სუფრის კოვზ ძმარს შეურიეთ შაქარი და მარილი და ურიეთ სრულ გადნობამდე. განათავსეთ ბრინჯი თასზე და მიაქციეთ ყურადღება არ გაღვივდეს. დაამატეთ მომზადებული ნარევი და გადაანაწილეთ ფრთხილი სწრაფი მოძრაობით ხის ფართე კოვზით, რათა არ მივიღოთ ფაფის მსგავსი მასა.

ახლა კი შეგიძლიათ როლის დახვევა. ამისთვის სპეციალურ ბამბუკის ხალიჩაზე დებთ ნორის ფურცელს, არ შეგაშინოთ მისმა სიმშრალემ, როდესაც დადებთ ბრინჯს ის რბილი და ელსტიური გახდება.

სანამ ბრინჯს დადებთ ნორის ფურცელზე, ხელები ცივი წყლით დაისველეთ, რათა არ მიგეკროთ და ესე გააკეთეთ ყოველთვის, როცა ახალ პორციას აიღებთ. გადაანაწილეთ ნორის ფურცელზე ისე, რომ შემდეგ მის დახვევას არ შეუშალოს ხელი. შუაში თხელ ფენად წუსვით ვასაბი, ის ძალიან მწარეა და ცოტა გამოიყენეთ.

ახლა კი გრძელ მართკუთხედის ფორმაზე დაჭერით ფილე და კიტრი (შეიძლება მანგოს გამოყენებაც) დადეთ ბრინჯზე და დაიწყეთ დახვევა, ბამბუკის ხალიჩის დახმარებით. უნდა დაეხვეს მჭიდროდ, რათა თავისუფალი ადგილი არ დარჩეს. ისევ აიღებთ ახალ ნორის ფურცელს და გააკეთებთ იგივეს სანამ გაქვთ მასალა.
შემდეგ აიღებთ ბასრ დანას და დაჭრით მრგვალ ნაჭრებად. ყოველ გაჭრაზე დანა დაასველეთ ცივ წყალში, რათა ბრინჯი არ მიეკრას და იაპონური სუშიც მზადაა.

როგორც ხედავთ ეს გემრიელი და პოპულარული კერძი, არც ისე რთული მოსამზადებელია. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.