როგორ მოვამზადოთ ტარტი 10 წუთში?

  • An'na
  • აპრილი 23, 2015

ტარტიაქ ჩვენ გავეცნობით როგორ მოვამზადოთ ათ წუთში სამნაირი ტარტი: კლასიკური შოკოლადის ტარტი, მარწყვის ტარტი ნაღებით და სასარგებლო გოგრის ტარტი. რაც მთავარია მათი მომზადება ძალიან მარტივია და არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას. 

აღნიშნული ტარტების მიქსით თქვენ შეძლებთ დააკმაყოფილოთ ნებისმიერი ტიპის გემოვნების მქონე სტუმარი, თითოეული ტარტის მომზადების მეთოდიკას და ინგრედიენტებს ცალ-ცალკე განვიხილავთ.

მეთოდი 1:   კლასიკური შოკოლადი ტარტი

ინგრედიენტები: 

  • 3 ს/კ კაკაო
  • 4 ს/კ შაქარი
  • 4 ს/კ ფქვილი
  • 3 ს/კ რძე
  • კვერცხი

კვერცხი

  • ტარტი რომ გამოვიდეს  გაჯერებული და შოკოლადის, არ დავამატოთ რძე და დავუმატოთ მხოლოდ 1 ს/კ ფქვილი.
  • თუ გიყვართ ნუტელა შეგიძლიათ დაამატოთ 3 ს/კ ცომში.

ნუტელა

  • ამის გარდა თქვენ შეგიძლიათ ცომში დაამატოთ არაქისის კარაქი (სურვილებისამებრ).

ყავა

  • ესპრესო ან მოხარშული ყავა ცომს მისცემს უფრო მეტ არომატს, ამიტომ დაამატეთ ერთი ან ორი სადილის კოვზი.
  • სურვილებისამებრ შეგვიძლია დავამატოთ ცოტა დარიჩინი.

დარიჩინი

ნაბიჯი 1: ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში და ჩავასხათ  ცხიმწასმულ ჯამში.

შოკოლადის მუსი

ნაბიჯი 2: მოვათავსოთ ჯამი მიკროტალღურ ღუმელში. ჩავრთოთ ღუმელი 1 1/2  წუთზე. გამოვაღოთ ღუმელის კარი და შევამოწმოთ ცომი ხომ არ გადმოსულა ჯამიდან, თუ გადმოვიდა გავწმინდოთ ღუმელი და ისევ ჩავრთოთ 1 1/2 წუთზე.

მიკროტალღური ღუმელი

ნაბიჯი 3: ტარტი, როცა გამოცხვება გადმოვატრიალოთ თეფშზე. თუ გინდათ მორთეთ ჭიქურით ან ათქვეფილი ნაღებით.

შოკოლადის ტარტი

 

მეთოდი 2:  ტარტი მარწყვით და ნაღებით

ინგრედიენტები:   

  • 2 ს/კ მარწყვის ან სხვა ხილი იოგურტი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 4 ს/კ შაქარი
  • 5 ს/კ ფქვილი
  • ახალი ხილი და ათქვეფილი ნაღები
  • 1/8 ჩ/კ გამაფუებელი ფხვნილი

კვერცხი და ფქვილი

ნაბიჯი 1: ავურიოთყველა ინგრედიენტი, ცოცხალი ხილის და ათქვეფილი ნაღების გარდა და გადავასხათ ცხიმწასმულ შუშის ჯამში.

შუშის ჯამი

ნაბიჯი 2: მოვათავსოთ ჯამი მიკროტალღურ ღუმელში და ჩავრთოთ ტაიმერი 1 1/2 წუთზე. შემდეგ გამოვაღოთ ღუმელის კარი და თუ ცომი გადმოვიდა, ღუმელი გავწმინდოთ და ისევ ჩავრთოთ 1 1/2 წუთზე.

ღუმელი

ნაბიჯი 3: გადმოვიღოთ ტარტი თეფშზე და მოვასხათ ათქვეფილი ნაღები. ტორტი მოვრთოთ  დაჭრილი მარწყვით ან მალინით.

 

მალინიანი ტარტი

 

მეთოდი 3:  სასარგებლო გოგრის ტორტი

ნაბიჯი 1:

ათ წუთში თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ისეთი ტარტი, რომელიც არა მარტო გესიამოვნებათ თქვენ, არამედ  მოუხდება თქვენს ორგანიზმსა და ჯანმრთელობას.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ გოგრის პიურე
  • 1 კვერცხი
  • 1/8 ჩ/კ გასაფუებელი ფხვნილი
  • 4 ს/კ ყავისფერი შაქარი
  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი, 2 ს/კ თეთრი ფქვილი
  • 2 ს/კ რძე
  • ცოტა დარიჩინი, დაფქვილი მიხაკი
  • მწიკვი მარილი

ნაბიჯი 2: ავურიოთ ინგრედიენტები და ეს მასა გადავასხათ ცხიმწასმულ შუშის ჯამში. ჯამი მივათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში და ტაიმერი ჩავრთოთ 1 1/2 წუთზე. შემდეგ გამოვაღოთ ღუმელის კარი და თუ ცომი გადმოსულია მოვწმინდოთ ღუმელი  და ჩავრთოთ ისე 1 1/2.

ნაბიჯი 3: გადმოიღეთ ტარტი თეფშზე და მოასხით ათქვეფილი ნაღები. ასევე უნდა მოვრთოთ ნუშით.

ტარტი

 

სამივე ტარტი მზად არის შეგიძლიათ მიირთვათ !

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.