როგორ მოვამზადოთ “ტირამისუ”?

  • An'na
  • აპრილი 29, 2014

Tiramisu-ihow.geტირამისუ–იტალიური დესერტია, რომელიც მზადდება ფხვიერი პეჩენიით (“ლედის თითები”) , ყავა ესპრესოთი და ყველი მასკარპონით. ტირამისუ იტალიურიდან ითარგმნება როგორც “ამიყვანე მაღლა” და ეს დესერტი მოგანიჭებთ აღუწერელ გრძნობას. აი როგორ მოვამზადოთ ტირამისუ რომელიც აღფრთოვანებაში მოიყვანს თქვენს სტუმრებს.

 

 

ტირამისუს ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხის გული
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 450 გრამი ყველი მასკარპონე
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 1.1/2 მაგრად გაციებული ყავა ესპრესო
  • 2 ჩაის კოვზი მუქი რომი
  • 24 ცალი ფხვიერი ორცხობილა “ლედის თითები”
  • 1/2 ჭიქა კაკაოს ფხვნილი

ნაბიჯი 1 – ტირამისუ:

დიდ ჯამში მოვათავსოთ 6 კვერცხის გული, შაქარი, ყველი და ვანილი. გამოვიყენოთ მიქსერი ან ბლენდერი ასათქვეფად. ვთქვიფოთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან მასას. დავამატოთ 1 სადილის კოვზი ყავა ესპრესო და ვთქვიფოთ სანამ კარგად არ აირევა.

ტირამისუს მასა

ნაბიჯი 2 – ტირამისუ:

დარჩენილი ესპრესო და რომი ჩავასხათ პატარა ჭურჭელში და კარგად მოვურიოთ. კარგი გემოსთვის შეგვიძლია დავამატოთ ყავის ლიქიორი.

ყავის ლიქიორი

ნაბიჯი 3 – ტირამისუ:

ფხვიერი ორცხობილა “ლედის თითები” ამოვიღოთ შეფუთვიდან და თითო–თითო მოვათავსოთ რომის და ესპრესოს მასაში (ნაბ.2). ორცხობილა კარგად ვაბრუნოთ, სანამ სითხით კარგად არ გაიჟღინთება. შემდეგ გადავდოთ ორცხობილები დიდ შუშის ფორმაში ან კერამიკულ ჭურჭელში, ისე რომ ჭურჭლის ძირი დაიფაროს.

  • თუ ორცხობილები არ ეტევა ჭურჭელში, შეგვიძლია გავტეხოთ.
  • დაალაგეთ ორცხობილები თქვენი ფანტაზიით, თუ გინდათ რომ კერძი გამოიყურებოდეს არაჩვეულებრივად.

ლედის თითები

ნაბიჯი 4 – ტირამისუ:

ორცხობილაზე წაუსვით ყველის მასა (ნაბ.1). შემდეგ ზემოდან დადეთ ისევ ორცხობილები. დარჩენილი ყველის მასა წაუსვით ორცხობილაზე და პატარა კოვზით ლამაზად გაასწორეთ, ისე რომ ორცხობილები მთლიანად დაიფაროს კრემით.

ყველის მასა

ნაბიჯი 5 – ტირამისუ:

ნახევარი კაკაო დააყარეთ ყველის მასას.

კაკაო

ნაბიჯი 6 – ტირამისუ:

დაასველეთ დარჩენილი ორცხობილები ესპრესოში და რომში და დადეთ ყველის მასაზე. ორცხობილები ისე უნდა იყოს დალაგებული, რომ ყველის მასა არ ჩანდეს.

ორცხობილა

ნაბიჯი 7 – ტირამისუ:

დარჩენილი ყველის მასა წავუსვათ ამ ორცხობილებს და გავასწოროთ პატარა კოვზით.

მასა

ნაბიჯი 8 – ტირამისუ:

მჭიდროდ გადავაკრათ პოლიეთილენის პარკი და შევინახოთ მაცივარში სამი საათით ან მთელი ღამით.

ტირამისუს შენახვა

ნაბიჯი 9 – ტირამისუ:

გამოიღეთ ტირამისუ, მოაძრეთ პოლიეთილენის პარკი და დააყარეთ დარჩენილი კაკაო. შეგიძლიათ ტირამისუ მორთოთ ფხვიერი შოკოლადით.

ტირამისუს მორთვა

ნაბიჯი 10 – ტირამისუ:

დაჭერით ტირამისუ კვადრატებად, მიიტანეთ სუფრაზე დესერტის თეფშებით და უკეთესი იქნება თუ ნამცხვართან ერთად მიიტანთ წითელ ღვინოს ან ყავას.

ტირამისუს დაჭრა

ნაბიჯი 11 – ტირამისუ:

ტირამისუ მზადაა და შეგიძიათ მიირთვათ და გააკვირვოთ თქვენი სტუმრები.

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.