როგორ მოვამზადოთ ტკბილი პიცა

  • lasha117
  • იანვარი 17, 2012

ყველამ ვიცით, თუ რა არის პიცა და როგორ მზადდება იგი (თეორიულად მაინც), მაგრამ არამგონია ბევრმა იცოდეს, რომ პიცის ერთ-ერთი სახეობაა ტკბილი პიცა. საჭირო ინგრედიენტების მოპოვების შემთხვევაში კი მისი გაკეთება არც თუ ისე რთულია.
 
 
 

ტკბილი პიცის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

  • ცომი;
  • თხევადი შოკოლადი;
  • შოკოლადის რგოლები (ჩიპები);
  • შოკოლადის ორცხობილა (სასურველია დაფხვნილი);
  • სხვა გემრიელი ტკილეული (გემოვნების მიხედვით).

 

ტკბილი პიცის მომზადების ინსტრუქცია:

 
1. გააცხელეთ საცხობი ღუმელი 93 გრადუს ცელსიუსზე ან 200 გრადუსზე ფარენგეიტით;
 

 
2. აიღეთ ცომი, დაამუშავეთ ის და გააბრტყელეთ ცომის გასაბრტყელებელი ჯოხის დახმარებით. ცომს ძალიან ნუ გააბრტყელებთ, რადგან შემდეგ პიცის გადმოღება არ გაგიჭირდეთ;
 

 
3. აიღეთ ცომი და ჩააკარით იგი საცხობ ქვაბში. ამასთან ერთად, შეათბეთ თხევადი შოკოლადი და წაუსვით იგი ცომს, ისევე როგორც პიცის სოუსი, დანის ან კოვზის დახმარებით, თუ თქვენ ვერ მოიპოვებთ თხევად შოკოლადს, მაშინ აიღეთ ჩვეულებრივი შოკოლადი გადაადნეთ ის და გამოიყენეთ თხევადი შოკოლადის ნაცვლად;
 

 
4. შედგით ღუმელში ცომითა და შოკოლადით გამზადებული მასა და ყოველ 5 წუთში შეამოწმეთ მისი მდგომარეობა. როდესაც შეატყობთ რომ, ის მზადაა გადმოიღეთ ღუმელიდან და დაელოდეთ მის გაციებას.
 


 
5. განათავსეთ მასზე ყველა თქვენს ხელთ არსებული ინგრედიენტები (ორცხობილის ფხვნილი, შოკოლადის რგოლები და სხვა) გამომცხვარ მასაზე და შედგით ისევ ღუმელში რამოდენიმე წამით;
 

 
6. თქვენი პიცა უკვე მზად არის – გადმოიღეთ ის ღუმელიდან და დაჭერით ისე, როგორც პიცა.
 

 
ტკბილი პიცის გაკეთება ადვილია, მაგრამ ფრთხილად იყავით – მოწონების შემთვევაში შეჩვევა იცის.

წინა «
შემდეგი »