როგორ მოვამზადოთ ტროპიკული საუზმე?

  • An'na
  • იანვარი 8, 2018

წვენიტროპიკული საუზმე საუკეთესო გზაა ცხელი ზაფხულის დღის დასაწყებად, ან თუ გსურთ რომ ზაფხული წარმოიდგინოთ. გამოიყენეთ სადღესასწაულო, ფერადი ინგრედიენტები დილის განწყობის ასამაღლებლად.

ინგრედიენტები:

შემწვარი ბანანისთვის

  • 1 ბანანი
  • 50 გრ კარაქი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ კოჭა, კარგად დაჭრილი

ტროპიკული მიუსლისთვის:

  • 800 გრ ნატურალური იოგურტი
  • 400 გრ მიუსლილ
  • 4 ს/კ ხილის ჩირი
  • 100 გრ თაფლი

შემწვარი ბანანი:

მოაჭერით ბანანს ორივე ბოლო. გახსენით ბანანი და გაჭერით ჯერ შუაზე, შემდეგ კი სიგრძეზე.

დაჭრილი ბანანი

 

კარაქის ნახევარი ტაფაზე გაადნეთ და დაყარეთ დაჭრილი ბანანი. ტაფა ხშირად შეანჯღრიეთ. შემდეგ კი თუ საჭირო იქნება, დანარჩენი კარაქიც დაამატეთ. 5 წუთის შემდეგ, როდესაც ბანანი ღია ყავისფერი გახდება, დაამატეთ კოჭა და შაქარი.

ბანანი ტაფაზე

ტაფა შეარყიეთ, რომ ბანანი კარგად დაიფაროს და დატოვეთ კიდევ ცოტა ხნით. გადმოიღეთ ტაფიდან და დააწყვეთ თეფშზე ლამაზად.

ტროპიკული მიუსლი:

ჩაასხით იოგურტი და დააყარეთ მიუსლი და ხილის ჩირი. შემდეგ კი ჩააგდეთ თაფლი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა.

ხილის ასორტი

 

გაამზადეთ ხილის წვენი. ტროპიკულ საუზმეს ძალიან მოუხდება ახლად დაწურული საზამთროს წვენი.

საუზმისთვის აუცილებელია ტროპიკული ხილი. გასინჯეთ ისეთი ხილი, რომელიც მანამდე არ გაგისინჯავთ, მაგ: პაპაია, მანგო, ანანასი, გუავა.

გემრიელად მიირთვით!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.