• მთავარი
  • >
  • კულინარია
  • >
  • როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი, ულამაზესი და უმარტივესი დესერტი ნუთელასგან

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი, ულამაზესი და უმარტივესი დესერტი ნუთელასგან

  • Kesaria17
  • იანვარი 25, 2016

ნუთელას დესერტისტატიის ბოლოში განთავსებული ვიდეოს დახმარებით თქვენ ნახავთ თუ როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი, ულამაზესი და უმარტივესი დესერტი ნუთელასგან.

ამ დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ცომისთვის:

  • 450გ ფქვილი
  • ნახევარი ჭიქა შაქარი
  • 2 ჩ.კ საფუარი ( იგივე “დროჟი” )
  • მწიკვი მარილი
  • ორი კვერცხის გული
  • 30გ კარაქი
  • 1 ჭიქა რძე

შიგთავსისთვის:

  • ნუთელა

მომზადების წესი:

პირველ რიგში ჯამში აურიეთ ფქვილი, შაქარი, საფუარი და მარილი. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული (ცილა შეინახეთ, რადგან ბოლოს დაგჭირდებათ), დამდნარი კარაქი და რძე. იქამდე ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ამის შემდეგ ჯამში ჩაახსით ერთი ჩაის კოვზი ზეთი და ეს ცომი მოათავსეთ. თავზე დააფარეთ ისე, რომ ჰაერი არ შევიდეს და დააყოვნეთ 2 საათი, სანამ ცომი არ ამოფუვდება.

ცომის ამოფუების შემდეგ დაყავით ცომი ოთხ ტოლ ნაწილად, გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი. აქედან სამს წაუსვით ნუთელა და ერთმანეთს დაადეთ. ამის შემდეგ დაადეთ ბოლო ფირფიტა და ისე გააკეთეთ როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.  ბოლოს წაუსვით შენახული კვერცხის ცილა და შედედ 180 ცელსიუს გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დააყოვნეთ სანამ ოქროსფერ ფერს არ მიიღებს.

გემრიელად მიირთვით.

P.S ეს დესერტი ნამდვილად უგემრიელესია. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცივი, ასევე ცხელი. ასევე სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ნიგოზი, თხილი და ა.შ. ეს დესერტი მეთვითონაც გამიკეთებია და მართლაც უგემრიელესი, უმარტივესი და ულამაზესია.

წინა «
შემდეგი »