როგორ მოვამზადოთ ბანანის ფრანგული ტოსტები?

  • An'na
  • მარტი 31, 2014

ფრანგული ტოსტიბანანა არის ერთ-ერთი საუკეთესო და ნოყიერი ხილი საუზმისთვის. ასე რომ, რატომ არ შევურიოთ ის საუზმის საუკეთესო საჭმელს? აქ არის თუ როგორ გავაკეთოთ ბანანის ტოსტები.

ინგრედიენტები ი :
  • 2 დიდი, მწიფე ბანანი
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილი
  • 3 კვერცხის გული
  • 3/4 ჭიქა რძე
  • 8 ნაჭერი პური
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფშხვნილი დარიჩინი

 

ფრანგული ტოსტი – ნაბიჯი 1:

ბლენდერით ან ხელის მიქსერით აურიეთ რძე, კვერცხის გულები, ბანანი და ვანილი

ბანანი

ფრანგული ტოსტი – ნაბიჯი 2:

აანთეთ საშუალო ტემპერატურაზე და დადგით ზედ ტაფა, რომელიც არ იკრავს.

ტაფა

ფრანგული ტოსტი – ნაბიჯი 3:

ჩადეთ პურის ნაჭერი კვერცხის ნარევში (ნაბიჯი 1) და დაელოდეთ სანამ პური მთლიანად შეიწოვს ნარევს.

პური და კვერცხი

ფრანგული ტოსტი – ნაბიჯი 4:

შეწვით პური ტაფაზე, მანამ სანამ მისი ორივე მხარე არ იქნება ყავისფერი.

ტოსტი

ფრანგული ტოსტი – ნაბიჯი 5:

დააყარეთ გამზადებულ პურს დაფშხვნილი დარიჩინი.

ტოსტი დარიჩინით

ბანანის ფრანგული ტოსტები მზადაა და შეგიძლიათ დააგემოვნოთ იგი და დააგემოვნებინოთ სხვებს.

სტატია მომზადებულია wikihow.com-ის მასალებზე დაყრდნობით.
წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.