როგორ მოვამზადოთ ფრიკასე ინდაურისგან?

  • Creed
  • January 30, 2014
  • 0

ფრიკასე-ihow.geჩემი აზრით ინდაური ყველაზე გემრიელი ფრინველია. გარდა იმისა რომ ინდაურის ხორცი ძალზედ მარგებელია, ის გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი. რა თქმა უნდა თუ მას სწორედ მოვამზადებთ :) მოგიყვებით თუ როგორ წაახალისოთ თქვენი ახლობლები ამ საოცარი ვახშმით.

 

 

რა დაგვჭირდება?

-ინდაურის ფილე 500 გრამი
-მწვანე ლობიო 250 გრამი
-ჩაშუშული სოკო 50 გრამი
-არაჟანი 100 გრამი
-1 კვერცხის გული, მარილი, პილპილი

სოკო-ihow.geჩავდოთ სოკო ქვაბში, ჩავასხათ ცხელი წყალი (ერთ ნახევარი ჭიქა) და მოვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. სოკო უნდა მოიხარშოს სანამ არ გახდება რბილი. ამ დროს დავჭრათ ფილე, ჩავდოთ ქვაბში ცხელ წყალთან და დავდგათ ცეცხლზე. როდესაც ადუღდება, მოვხსნათ ქაფი და მოვხარშოთ კიდევ 5 წუთი. იგივე ნაირად მოვხარშოთ ლობიოც (თუ ჩავდებთ ცხელ წყალში, მაშინ მოხარშვას დასჭირდება მხოლოდ 2 წუთი). შემდგომ ლობიო მოვათავსოთ ქაფქირში და გადავასხათ ცივი წყალი.

 

ფილე-ihow.geმოხარშული სოკო ამოვიღოთ ქვაბიდან, ხოლო შიგ დარჩენილი წყალი არ გადავღვაროთ რადგან იგი გამოგვადგება სოუსისთვის. დავჭრათ სოკო, ამოვიღოთ ფილი, ვაცალოთ რომ ცოტათი გაცივდეს დავამატოთ სპეციები (მარილი, პილპილი, ან სუნელები ან ლიმნის წვენი).

 

 

 

მზა-ფრიკასე-ihow.geახლა დავამზადოთ სოუსი. სოკოს ხარშვისგან დარჩენილი წყალი ავადუღოთ, შემდგომ ჩავამატოთ არაჟანი და მოვურიოთ. შიგ ჩავდოთ ინდაური, სოკო და ლობიო, მოვურიოთ და მოვხარშოთ 3-5 წუთი. ცეცხილი უნდა იყოს დაბალ დონეზე. 5 წუთი მომზადების შემდგომ გავთიშოთ ცეცხილი და სოუსში ჩავამატოთ კვერცხის გული. კვერცხის გულის ხარჯზე სოუსი გამოვა კრემის მაგვარი. სუფრაზე იგი უნდა მივირთვათ ზემოდან მოყრილი დაჭრილი წიწაკით, ხახვითა და პიტნით.

წინა «
შემდეგი »