როგორ მოვამზადოთ ფუნთუშა დარიჩინით?

  • An'na
  • დეკემბერი 22, 2015

ორცხობილა დარიჩინითდარიჩინიანი ფუნთუშა ძალიან სასიამოვნო მისართმევია საუზმისთვის. მისი მომზადება ძალიან ადვილია და მისი არომატი იგრძნობა მთელ სახლში. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ იგი ტრადიციული რეცეპტით ან მასში შეიტანოთ ცვლილებები. აქ მოცემულია ფუნთუშის მომზადების სამი მეთოდი: პირველი მეთოდია – ფუნთუშა დარიჩინით, მეორე – ფუნთუშა კაკლით და ქიშმიშით. ბოლო მეთოდი ყველაზე სასარგებლოა.

 

ეს რეცეპტი გათვლილია 6–8 ადამიანზე. მის მომზადებას სჭირდება 20 წთ, ხოლო გამოცხობას 2 სთ.

ინგრედიენტები:   

მეთოდი 1: ფუნთუშა დარიჩინით.

  • 550 გრ. 2 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 25 გრ ჩაის საფუარი და 8,5 გ. მშრალი საფუარი
  • 70 გრ. ერბო
  • 210 მლ. რძე
  • 75 გრამი შაქარი
  • 2 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ს/კ დარიჩინი
  • 200 გ. ყავისფერი შაქარი
  • 25 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე)
  • 1 კვერცი ათქვეფილი 2 ს/კ რძესთან
  • 1 მუჭა ფქვილი

მეთოდი 2: ფუნთუშა კაკლით და ქიშმიშით

  • 30 გ. შაქარი
  • 5 გ. მარილი
  • 650 გ. ფქვილი
  • 10 გ. მშრალი საფუარი
  • 60 მლ. თბილი წყალი
  • 1 კვერცხი
  • 60გ. კარაქი
  • 200 მლ რძე
  • 60 გ. კაკალი
  • 60 გ. ქიშმიში
  • გული: 15გ. დარიჩინი, 15 გ. გამდნარი კარაქი და 10 გ. შაქრის ფხვნილი
  • შაქრის ჭიქურა: 235 გ. გაცრილი ფხვნილი, 30 გ. კარაქი და 5 მლ. ვანილის ექსტრაქტი

მეთოდი: 1  ფუნთუშა დარიჩინით

ნაბიჯი 1:  ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, საფუარი, მარილი, კვერცხი, რძე  და კარაქი. ეს ყველაფერი მიქსერით ავურიოთ, რომ გახდეს მასა ერთიანი.

  • უნდა ვურიოთ 5 წთ–ს მანძილზე, სანამ ცომი არ გახდება პრიალა. თუ ცომი იქნება თხევადი დავუმატოთ ორი ს/კ ფქვილი და ავურიოთ.

 

ცომი

ნაბიჯი 2: ხელით მოვზილოთ ცომი და დავუმატეოთ ფქვილი საჭიროებისამებრ.

  • მოვათავსოთ ცომი ჯამში
  • გადავაფაროთ ზემოდან ნაჭერი და დავაცადოთ ერთი საათი, რომ ცომი გაფუვდეს.

 

მრგვალი ცომი

ნაბიჯი 3: სანამ ცომი ფუვდება, მოვამზადოთ გული. პატარა ჯამში ჩავყაროთ დარიჩინი და კარაქი, კარგათ ავურიოთ და გადავდგათ გვერდზე. გავახუროთ ღუმელი 190 ° C .

 

რუხი შაქარი

ნაბიჯი 4: როდესაც ცომი გაფუვდება, მოვხადოთ ნაჭერი, მაგიდას მოვაყაროთ ფქვილი და გადმოვიღოთ ცომი. გავაბრტყელოთ 1/2 სმ. სისქეზე.

 

ცომის მოზელა

ნაბიჯი 5: გაბრტყელებულ ცომს ზემოდან წავუსვათ გული. დავახვიოთ რულეტისებურად და დავჭრათ პატარა ნაჭრებად (3 სმ. სისქით).

 

ჯემიანი ცომი

ნაბიჯი 6: ეს პატარა ნაჭრები მოვათავსოთ ცხიმწასმულ ლითონის ლანგარზე და ისევ გადავაფაროთ ნაჭერი და დავიცადოთ 15/20 წთ–ის მანძილზე.

 

მზა ფუნთუშა

ნაბიჯი 7: წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი სათითაოდ კულინარიული ფუნჯით.

 

ფუნთუშა კვერცხით

ნაბიჯი 8: ჩავდოთ გაზქურაში და გამოვაცხოთ 12–15 წთ.

 

შესაწვავი ფუნთუშა

ნაბიჯი 9: გამოვიღოთ გაზქურიდან და გავაციოთ 10–15 წთ. თქვენი ფუნთუშები მზადაა და შეგიძლიათ მიირთვათ. შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც, მაგრამ თბილი უფრო გემრიელია.

 

მეთოდი 2: ფუნთუშა კაკლით და ქიშმიშით

ნაბიჯი 1: სამჯერ გაცერით ფქვილი ისე, რომ უნდა დაგრჩეთ 2 3/4 ჭიქა.

 

ფქვილი

ნაბიჯი 2: ჩავყაროთ დიდ ჯამში მშრალი ინგრედიენტები მშრალი საფუარის გარდა, იმის შემდეგ რაც ჩვენ გავცერით ფქვილი.

  • ჩავასხათ წყალი, საფუარი, რძე და კვერცხი.
  • კვერცხიანი მასა ავურიოთ ფქვილიან მასაში.
  • დავამატოთ კარაქი
  • ავურიოთ, მანამდე სანამ მასა არ გამოვა რბილი და წებოვანი.

ფქვილი და კვერცხი

ნაბიჯი 3: ცომი გადავიღოთ ჯამში და მოვზილოთ. დავაფაროთ ზემოდან ნაჭერი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წთ. ცომი უნდა გაორმაგდეს.

 

ცომის რგოლები

ნაბიჯი 4: ავურიოთ ერთმანეთში გულის ინგრედიენტები და გადავდგათ გვერდზე. წაუსვით ლანგარს ცხიმი.

 

შიდა გული

ნაბიჯი 5: გავახუროთ გაზქურა 190 º С.

 

გაზქურა

ნაბიჯი 6: გადმოვიღოთ ცომი ფრქვილ მოყრილ მაგიდაზე  და გავაბრტყელოთ ისე რომ მიიღოს მართკთხედის ფორმა.

 

მრგვალი ცომი

ნაბიჯი 7: ზემოდან წავუსვათ ცხიმი კულინარიული ფუნჯით და მოვაყაროთ დარიჩინი, შაქარი, დაჭრილი კაკალი და ქიშმიში.

mza-comi

 

ნაბიჯი 8:   დავახვიოთ ცომი რულეტისებურად ისე რომ გამოგვივიდეს გრძელი, ცილინდრის ფორმა. დავჭრათ ნაჭრებათ (გამოვა 6–8 ნაჭერი) და დავალაგოთ ცხიმწასმულ ლანგარზე. გადავაფაროთ ნაჭერი და მოვიცადოთ 20 წთ. შემდეგ გავახუროთ ღუმელი 10 წთ–ის მანძილზე, შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ.

რულეტისებურად დახვეული ცომი

 

ნაბიჯი 9: გამოვაცხოთ  190 º С ,  20–25 წუთის მანძილზე.

 

გამოსაცხობი ფუნთუშები

ნაბიჯი 10:   ავურიოთ ერთმანეთში ჭიქურას ინგრედიენტები და მოვასხათ გამზადებულ  ფუნთუშებს.

 

ფუნთუშაზე მოსასხამი

ორცხობილა მზად არის, გემრიელად მიირთვით !!!

 

ორჩხობილა დარიჩინით

მეთოდი 3:   მინი ფუნთუშები დარიჩინით

ნაბიჯი 1: პურის ნაჭერს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ დარიჩინი.

კარაქიანი პური

 

 

კარაქიანი პური დარიჩინით

ნაბიჯი 2: დავახვიოთ პური რულეტისებურად და დავჭრათ 3–4 ნაჭრად.

პური რულეტისებურად

მრგვალად დაჭრილი პური

 

 

ნაბიჯი 3: დავდოთ ნაჭრები თეფშზე.

 

მრგვალი პურები თეფშზე

ნაბიჯი 4: იმდენი პურის რულეტი მოამზადეთ რამდენი ნაჭერიც გჭირდებათ.

 

რულეტის გადახვევა

ნაბიჯი 5:   ჩავდოთ თეფში მიკროტალღურ ღუმელში 30 წამის მანძილზე. თუ გინდათ ფუნთუშას მოასხით ჭიქურა.

 

მზა რულეტები

დარიჩინის რულეტი

რულეტი მზადაა, გემრიელად მიირთვით !!!

 

 

წინა «
შემდეგი »