როგორ მოვამზადოთ ”ფუნტის პეროგი”?

  • An'na
  • იანვარი 5, 2016

მზადაა”ფუნტის პეროგი”- ეს არის ტრადიციული ამერიკული კექსი, რომლის ყველა ინგრედიენტები იწონის ერთ ფუნტს ანუ 450 გრამს. კექსის რეცეპტში შედის ფქვილი, შაქარი, ნაღების კარაქი და კვერცხი. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ ტრადიციული ”ფუნტის პეროგის” რეცეპტს და ამავე ცომის კექსის მომზადების ვარიანტს.

ინგრედიენტები:

ტრადიციული ”ფუნტის პეროგი”:

  • 455 გრამი ნაღების კარაქი
  • 450 გრამი შაქარი
  • 455 გრამი ფქვილი
  • 10 კვერცხი
  • 1/2 ჩაის კოვზი მუსკატის თხილი
  • 2 სადილის კოვზი ბრენდი

კექსი:

  • 230 გრამი ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი
  • 250 გრამი ფქვილი
  • 225 გრამი შაქარი
  • 4 დიდი კვერცხი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • მწიკვი მარილი
  • ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა

მეთოდი 1/2 ტრადიციული ”ფუნტის პეროგი”

1. გაახურეთ ღუმელი 150 გრადუს C. წაუსვით ფორმას ცხიმი, მოაყარეთ ფქვილი ან დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, რათა პეროგი არ მიეკროს ფორმას. წინასწარ გაზომეთ მშრალი ინგრედიენტები, რომ დავაჩქაროთ პროცესი.

მშრალი

2.  ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი პატარა ჯამში. დავაკვირდეთ, რომ ნაჭუჭი არ შეჰყვეს. დიდ ჯამში მოვზილოთ კარაქი. ხის კოვზით ვურიოთ კარაქს იქამდე, სანამ არ გახდება კრემისმაგვარი. თანდათანობით დავამატოთ შაქარი და ვურიოთ, სანამ არ მიიღებს კრემის სტრუქტურას.

  • პროცესი უფრო მალე წავა, თუ კარაქი წინასწარ გექნებათ გამოღებული მაცივრიდან, მაგრამ არ გააცხელოთ, უბრალოდ დაარბილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

ცომი

3. დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის გული, ფქვილი, მუსკატის თხილი და ბრენდი. ბრენდი შეგვიძლია შევცვალოთ ვანილით ან სხვა დანამატით.

  • ფქვილი დავამატოთ ნელ-ნელა, რადგან თუ ერთად ჩავყრით ძალიან დიდი ხანი მოგვიწევს მისი გახსნა.
  • ავთქვიფოთ ხუთი წუთის განმავლობაში. მთავარია მივხვდეთ როდისაა აუცილებელი შეჩერება, რადგან თუ დიდი ხანი მოვურევთ შეიძლება პეროგი არ ამოვიდეს ისე როგორც საჭიროა.

ფქვილი

4. მიქსერის გამოყენების შემთხვევაში იგი დავაყენოთ ნელ რეჟიმზე. გადმოვიღოთ ცომი და შევდოთ ღუმელში.

  • ღუმელში დაახლოებით 75 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ და პერიოდულად შევამოწმოთ. თუ თქვენი ღუმელი ძალიან მალე აცხობს, სწორად გაანაწილეთ ტემპერატურა და ყურადღება მიაქციეთ.

ცომიიი

5. ცომი შეგვიძლია გამოვიყენოთ ორცხობილის გამოსაცხობადაც. ამ შემთხვევაში გადმოვიტანოთ ცომი ლითონის ლანგარზე და გამოვაცხოთ 30-35 წუთის განმავლობაში.

  • მზადაა თუ არა პეროგი, ამის შესამოწმებლად გამოვიყენოთ კბილის ჩხირი. გამოცხობის შემდეგ გადმოვიტანოთ პეროგი გასაციებელ ბადეზე.
  • მორთეთ გემოვნებით. თქვენ შეგიძლიათ მოაყაროთ პეროგს ფხვნილი ან მოასხათ კენკრის სიროფი.

ცომიიიიი

6. ”ფუნტი პეროგი” მშვენიერი დამატებაა დილას ყავასთან. მისი დესერტად გამოყენება კი შესაძლებელია თუ მივირთმევთ ნაყინთან ან შოკოლადის სიროფთან ერთად.

მოსართავი

მეთოდი 2/2  კექსი

1. გაახურეთ ღუმელი 175 გრადუს ცელსიუსამდე. ავიღოთ ფორმა და წავუსვათ ცხიმი, შემდეგ მოვაყაროთ ფქვილი. ეს ხელს შეუწყობს კექსის ფორმიდან ადვილად ამოღებას ან თუ გსურთ ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

  • ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი. კარაქი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რომ კარგად აითქვიფოს შაქართან ერთად. ამ შემთხვევაში ეს მასა გახდება კრემის კონსისტენციის და ამავე დროს გაფუებული.

მასა

2. გამოვიყენოთ ელექტრო მიქსერი.

  • დავამატოთ თითო-თითო კვერცხი, შემდეგ ვანილი,მარილი და კარაქი. კარგად მოვურიოთ და სულ ბოლოს დავამატოთ ვანილი და მარილი.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, ჩირი, თხილი, გახეხილი შოკოლადი, მაგრამ კექსი ამ ყველაფრის გარეშეც გემრიელია.
  • ნელ-ნელა ვამატოთ ფქვილი, რადგან თუ ერთად ჩავყრით ძნელი იქნება მისი გახსნა.

გახსნა

3.  ზოგიერთ მზარეულს უყვარს ფქვილის გაცრა დამზადების დროს. სასურველია გაცრა თუ თქვენ გაქვთ დრო გამზადებამდე.

  • დიდხანს არ ათქვიფოთ, იმიტომ რომ შეიძლება იგი ღუმელში ამოვიდეს.
  • გამოვაცხოთ 1 საათის განმავლობაში, შევამოწმოთ კბილის ჩხირით და თუ მას ცომის ნაწილები არ ამოყვება, მაშინ კექსი მზადაა. როდესაც ამოვიღებთ ღუმელიდან ფორმაში დავტოვოთ 15 წუთი გასაციებლად.

4. თუ კექსი ადრე გამუქდა მაშინ ზემოდან გადავაფაროთ ფოლგა.

  • გადმოვიტანოთ კექსი გასაციებელ ბადეზე და გავაციოთ. მოვრთოთ კექსი მაგიდაზე მიტანამადე.  დავამატოთ ათქვეფილი ნაღები, ხილი, ამ კექსს ძალიან უხდება ყავა.

ღუმელი

5.  საერთოდ ასეთ კექსებს აყრიან შაქრის ფხვნილს (თქვენც შეგიძლიათ).

  • მზადაა!

მზადაა!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.