როგორ მოვამზადოთ ქათმის ფრთა, ლიმნითა და თაფლით?

  • Creed
  • დეკემბერი 11, 2013

შემწვარი-ქათმის-ფრთა-ihow.geთუ თქვენი ოჯახის წევრებს მოსწონთ ქათმის ხორცი, შეეცადეთ შესთავაზოთ ქათმის ფრთები მომზადებული თაფლითა და ლიმნით. სოუსის ხარჯზე ფრთები გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული, რითიც თქვენი ახლობლები დარჩებიან კმაყოფილნი.

 

 

 

რა დაგვჭირდება?

ქათმის ფრთა – 1 კგ. (მარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ დაფასოვებულები)
ლიმნის წვენი – 30-40 გრამი
დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი
თაფლი – 3 სადილის კოვზი
სოიოს სოუსი – 2 ჩაის კოვზი
ზეთი
და ცოტა ოდენი ლიმნის ქერქი

უპირველეს ყოფლისა უნდა მოვამზადოთ სოუსი, ქათმის ფრთის ჩასაწობად. ავიღოთ რაიმე დიდი მოცულობის საცავი, შიგ ჩავასხათ ლიმნის წვენი, თაფლი, სოიოს სოუსი, ჩავამატოთ დარიჩინი და ლიმნის ქერქები (ზემოთ ხსენებული პროპორციით ). კარგად ავურიოთ ეს ყველა ინგრედიენდი.

ქათმის-ფრთა-სოუსში-ihow.geშემდგომ სუფთა ქათმის ფრთა მოვათასოთ ამ საცავში, რათა ხორცი კარგად გაიჟღინთოს (მინიმუმ 3 საათი). თუ თქვენ გაქვთ მეტი დრო მაშინ შეგიძლიათ გააჩეროთ მეტი ხნით და საბოლოოდ იგი უფრო გემრიელი გამოვა.

 

 

 

ქათმის-ფრთა-ihow.geავიღოთ მაღალ გვერდებიანი ტაფა, ჩავასხათ ზეთი. დავდგათ საშუალო გაზის ცეცხლზე და დავბრაწოთ სანამ ფრთის ორივე მხარეს არ გაუჩნდა აპეტიტური ოქროსფერი კანი. როცა ამას შეატყობთ, ჩაასხით ტაფაში მარინადის სოუსი (რომელშიც ფრთები გავაჩერეთ) და ჩავშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. უკვე მზა საკვები სასურველია მივირთავთ ცხელი სახით და გარნირად გაოიყენოთ ნებისმიერი რამე თქვენი სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.