როგორ მოვამზადოთ ყავის ბრაუნი?

  • An'na
  • თებერვალი 2, 2016

ბრაუნიყავა და შოკოლადი ის ორი გემოა, რომელიც ერთად ყოფნისთვისაა შექმნილი, თუმცა არაა საჭირო ამ გემრიელობის პიკისთვის ყოველთვის მოკო ვატაროთ. შედით ყავის ბრაუნის საოცარი გემოს სამყაროში! ისინი მარტო მაშინ კი არ გამოგადგებათ, როდესაც გარბიხართ, არამედ ისინი არაჩვეულებრივ დესერტს წარმოადგენენ ნებისმიერი შეკრებისთვის. ჩვენ გასწავლით როგორ მოამზადოთ ისინი.

 

ინგრედიენტები:

  • ბრაუნისთვის:
  • ½ ჭიქა მარილიანი კარაქი
  • 1ჭიქა შაქარი
  • 2 კვადრატი გამოსაცხობი შოკოლადი სიტკბოს გარეშე
  • 1-½ ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
  • 2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სუფთა ვანილის ექსტრაქტი
  • ½ ჭიქა ფქვილი
  • მწიკვი მარილი

 

 ჭიქურისთვის:

  • 1 სუფრის კოვზი მარილიანი კარაქი
  • ½ ჭიქა ჭიქურის შაქარი (დაფქვილი)
  • 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი შაქრის გარეშე
  • ½ ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
  • ½ ჩაის კოვზი სუფთა ვანილის ექსტრაქტი
  • 1 სუფრის კოვზი ცხელი წყალი

დაგჭირდებათ:

  • ღუმელი
  • ქვაბი და მეტალის ან შუშის ჯამი
  • ასათქვეფი
  • პატარა საცხობი ქვაბი (ე.გ. პურის ქვაბი)
  • მარგარინი ქვაბზე წასასმელად
  • დანა ბრაუნის დასაჭრელად

 

ნაბიჯი 1: ბრაუნის მომზადება

1.გაახურეთ ღუმელი 160 °C.

2. აადუღეთ ქვაბით წყალი. გაზზე დადგით ლითონის ან შუშის ქვაბი.

  • დაამატეთ ½ ჭიქა კარაქი,შაქარი და შოკოლადი.მოურიეთ ხშირად,სანამ კარაქი და შოკოლადი დადნება.

შოკოლადი

3. გახსენით 1 ½ ჩაის კოვზი ხსნადი ყავა 2 სუფრის კოვზ ცხელ წყალში.

4.ყავა ჩაასხით გამდნარი შოკოლადისა და კარაქის მასაში და მოურიეთ სანამ არ გასწორდება.

5.გადმოდგით გაზიდან.გადმოღების შემდეგ შოკოლადის ნარევი გააციეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი. აურიეთ 2 კვერცხი და 1 ჩაის კოვზი ვანილი შოკოლადის ნარევში გაციების შემდეგ.

7.აურიეთ მარილი და ფქვილი ცალკე ჯამში.

  • ჩაყარეთ შოკოლადის ნარევში და კარგად მოურიეთ.

8.ჩაასხით შოკოლადის ნარევი ცხიმწასმულ გამოსაცხობ ქვაბში.

9.გამოაცხვეთ ნარევი ღუმელის ცენტრში 25-35 წუთით,ან სანამ ზედა ნაწილი გამაგრდება.

ნაბიჯი 2: ჭიქურის მომზადება

1.აურიეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, ½ ჭიქა შაქარი და 1 სუფრის კოვზი კაკაო პატარა ჯამში.

2.აურიეთ ½ ჩაის კოვზი ხსნადი ყავა, ½ ჩაის კოვზი ვანილი და ერთი სუფრის კოვზი ცხელი წყალი.აურიეთ სანამ გამთელდება.

3.წაუსვით ჭიქურა ბრაუნს სანამ ჯერ კიდევ ცხელია.

ჭიქურა

4.გააციეთ ბრაუნი. შემდეგ მოამზადეთ მისართმევად.

მზადაა!

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.