როგორ მოვამზადოთ ყავის მილკშეიკი

  • Маня
  • August 20, 2012
  • 0

ყავის მილკშეიკი იგივე ყავა–რძის კოქტეილი.  ამ კოქტეილის მომზადება ძალიან ადვილია , ამიტომ მის დამზადებას სახლის პირობებში იოლად შეძლებთ.

მასალა ( 2 პორცია)

● გაციებული შავი ძლიერი ყავა( ესპრესო ან ყავის მადუღარაში მოხარშული ყავა გათვლილი 70 გრ ყავა 1 ლიტრ წყალზე)–200 მლ

● 2 კვერცხი ( კარგად ათქვეფილი)

● ცივი რძე –450 მლ

● ნაღები–100 მლ

● შაქარი –1 სუფრის კოვზი

● ვანილის ან ნუშის ესენცია–რამდენიმე წვეთი

აღნიშნული ინგრედიენტები shaker–ში ერთად გაურიეთ და კოქტეილიც მზადაა! კოქტეილს შეგიძლიათ მოაყაროთ ნუშის პეჩენია.

წინა «
შემდეგი »