როგორ მოვამზადოთ ყავის პეროგი?

  • An'na
  • December 22, 2015
  • 0

ყავის პეროგიინგრედიენტები ყავის პეროგისთვის:   

პეროგი:

  • 200გ კარაქი
  • 200 გ შაქრის ფხვნილი
  • 4 კვერცხი
  • 200 გ ბლინის ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფუებელი ფხვნილი
  • 2 ს/კ ხსნადი ყავა
  • 100 მლ წყალი
  • 100 გ კაკალი (სურვილის მიხედვით)

ჭიქურა:   

  • 200 გ კარაქი
  • 200 გ შაქრის ფხვნილი
  • 2 ს/კ ხსნადი ყავა

ნაბიჯები:  

ნაბიჯი 1:  გავახუროთ ღუმელი 170 გრადუს ცელსიუსზე.

 

ღუმელი

ნაბიჯი 2:   ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, რომ ცომი არ მიეკრას.

 

ნამცხვრის ფორმა

ნაბიჯი 3: ავიღოთ ჯამი და ავთქვიფოთ შაქრის ფხვნილი, გასაფუებელი ფხვნილი, კვერცხი, ფქვილი და კარაქი.

 

ათქვეფა

ნაბიჯი 4: პატარა ჯამში გავხსნათ ყავა წყალში. 1 ს/კ გავურიოთ ცომში. შემდეგ ჩავყაროთ შუაზე გაჭრილი კაკლები ცომში და ავურიოთ.

 

ყავა

ნაბიჯი 5: გადავიღოთ ცომი ქაღალდჩაფენილ ფორმაში, შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 40 წუთის მანძილზე. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ცომი თუ გამოცხვა ასანთის ღერით ან კბილის ჩხირით, თუ ჩარწობისას ასანთის ღერს ან კბილის ჩხორს გამოყვა ცომი ესეიგი მას აკლია გამოცხობა. როდესაც გამოცხვება გამოვიღოთ ღუმელიდა და გვერდზე გადავდოთ გასაციებლად.

 

ბისკვიტი

ნაბიჯი 6: მოვამზადოთ ჭიქურა. ავურიოთ შაქრის ფხვნილი და კარაქი და დავუმატოთ დარჩენილი ყავის და წყლის ნარევის მასა. საჭიროებისამებრ დაამატეთ შაქრის ფხვნილი.

 

კრემი

ნაბიჯი 7:  გავყოთ პეროგი ფენებად და ყველა ფენას წავუსვათ ჭიქურა.

 

ბისკვიტი და კრემი

ნაბიჯი 8:   ზემოდანაც წავუსვათ ჭიქურა და მოვაყაროთ შუაზე გაყოფილი კაკალი.

 

ყავის პეროგი

  მზადაა, გემრიელად მიირთვით !!!

წინა «
შემდეგი »