როგორ მოვამზადოთ ყველის სუფლე?

  • An'na
  • იანვარი 29, 2016

ყველის სუფლესუფლე კლასიკური გემრიელი კერძია, თუმცა გავრცელებულია აზრი, რომ ის ძალიან რთული მოსამზადებელია.ეს ასე არაა, როდესაც მას ერთხელ მოამზადებთ, თავად გაგიკვირდებათ, რა საჭირო იყო ამდენი ფუსფუსი. თქვენი საყვარელი სუფლეს რეცეპტისთვის ყველის დამატებით, კლასიკურ კერძს განსაკუთრებულ გემოს და ინტერესს მისცემთ. ერთადერთი აუცილებელი წესი ისაა, რომ სუფლე უნდა მიირთვათ ღუმელიდან გამოღებისთანავე, რადგან როდესაც ის გაცივდება, შეიძლება ომლეტს უფრო დაემსგავსოს, ვიდრე სუფლეს.

 

 

ინგრედიენტები:

  • 2 სადილის კოვზი კარაქი
  • 2 სადილის კოვზი ფქვილი
  • 1+1/4 ჭიქა რძე (312 გ)
  • 60 გ უხეშად გახეხილი ჩედერი
  • 20 გ გახეხილი პარმეზანი
  • 4 კვერცხი,განცალკევებული
  • გამდნარი კარაქი
  • ნახევარი ჭიქა გამომშრალი დაფქვილი ორცხობილა

ნივთები,რომლებიც დაგჭირდებათ:

  • ქვაბი და ასათქვეფი
  • საზომი ხელსაწყოები
  • 1,2-1,5 ლიტრი რამეკინის თეფში
  • ყველის სახეხი
  • რკინის კოვზი
  • დიდი ჯამი

1.დაადნეთ კარაქი ქვაბში და დაამატეთ ფქვილი.ეს ჩვეულებრივი თეთრი სოუსის მომზადებას გავს.

2.დაამატეთ რძე და ურიეთ,სანამ არ გასქელდება.ურიეთ,რათა აიცილოთ თავიდან დაწვა. მნიშვნელოვანია,რომ სუფლეში ფქვილის სოუსი კარგად მომზადებული იყოს.

3.გადმოიღეთ სოუსი გაზიდან,დაამატეთ ყველი და ურიეთ სანამ კარგად არ დადნება.მას შემდეგ, რაც ის გაცივდება 37 გრადუსამდე, დაამატეთ კვერცხის გულები.ტემპერატურა საკმარისია,რათა სითხე დარჩეს სქელი,თუმცა არასაკმარისი იმისთვის,რომ კვერცხი მომზადდეს.მოურიეთ კარგად,რათა დარწმუნდეთ,რომ კვერცხი აირევა სითხეში.

4.გააციეთ. შეგიძლიათ სოუსი მთელი ღამით მაცივარში დატოვოთ,რაც სუფლეს მომზადებას უფრო მარტივს გახდის. მეორე დილით,სოუსი გამოიღეთ,რათა გახდეს ოთახის ტემპერატურის. მოურიეთ სოუსს კიდევ ერთხელ,სანამ ისევ გასქელდება.

5.გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე/395 ფარენჰეიტზე. გამოიღეთ ყველა ზედა ლანგრის დასადები და დატოვეთ მხოლოდ ქვედა. შეაფასეთ თქვენი სუფლე,დაახლოებით რამხელაზე შეძლებს ამოსვლას. ღუმელში სწორედ ამხელა ადგილი გჭირდებათ. უკეთესი იქნება თუ გამოაცხობთ ღუმელის ვენტილიატორის ჩართვის გარეშე,რადგან ვენტილიატორმა შეიძლება გამოიწვიოს სუფლეს უსწორმასწოროდ ამოფუება ან გამოაცხოს მხოლოდ ერთი მხარე.თუ გაქვთ ღუმელის თერმომეტრი, მაშინ დარწმუნდით,რომ ღუმელი ნამდვილად იმ ტემპერატურაზეა,რამდენზეც გჭირდებათ.თუ თქვენ სუფრაზე მიიტანთ სუფლეს,რომელიც გარედან გამომცხვარია,შიგნით კი თხევადი,მაშინ უბრალოდ მოაცალეთ გამომცხვარი ნაწილი და გამოიყენეთ ის.ნამცხვრებივით,სუფლეც არ აფუვდება, თუ უკან შევდებთ და გამოვაცხობთ მეტი დრო.

6.გულუხვად წაუსვით კარაქი სუფლეს თეფშის ძირს და გვერდებს. ეს აუცილებელია იმისთვის,რომ თავიდან ავიცილოთ სუფლეს გვერდებზე მიკვრა,ან ნახევრად ამოსვლა.

სუფლეს ჭიქა

7.დაყარეთ სუფლეს თეფშის ძირზე გამომშრალი დაფქვილი ორცხობილა. გაამზადეთ სუფლეს თეფში და სოუსი ოთახის ტემპერატურაზე. სოუსს მოურიეთ კიდევ ერთხელ,რათა დარწმუნდეთ,რომ ის საკმარისად სქელი და სწორია.

8.ათქვიფეთ კვერცხის ცილები სუფთა ჯამში,სანამ მაგარი ამობურცული ადგილები არ გასწორდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრონული მიქსერი ნელ რეჟიმზე.დიდი კოვზის გამოყენებით, ჩაასხით 1/3, 1/4 (სიზუსტის დაცვა არაა აუცილებელი) კვერცხის ცილები სოუსში. ჩადით სუფლეს თეფშში ღრმად,რათა შეამოწმოთ თუ ყველა მასა ერთმანეთში კარგადაა არეული. როდესაც კარგად გაერთიანდება,ჩაასხით კვერცხის დარჩენილი ცილები.მორევისას უფრო ფრთხილად იყავით.

9.გადაიტანეთ ნარევი სუფლის თეფშზე. თუ გსურთ,ფრთხილად შემოატარეთ თითი ცომის ზედა მხარეზე. ეს აუცილებელი არაა,თუმცა შეიძლება კარგი “ზედა ქუდის” სტილი მიიღოთ.

10.შედგით ღუმელში.გამოაცხვეთ 15-20 წუთით, სანამ კარგად არ ამოვა და ოქროსფერი გახდება. ღუმელი გამოაღეთ მხოლოდ მაშინ,როდესაც უნდა გამოიღოთ,რათა თავიდან აიცილოთ სუფლეს ჩაწევა.თუ ისინი მოამზადეთ პატარა ზომებში,მაშინ გამოცხობას დაახლოებით 8-10 წუთი დასჭირდება. თუ სუფლე ძალიან თხევადია, ეს იმას ნიშნავს,რომ თქვენი ღუმელი არც ისე ეფექტურად მუშაობს,ან მას არაზუსტი თერმოსტატი აქვს.

11.სანამ მოემსახურებით,თავი მოუყარეთ სტუმრებს,რადგან სუფლეები არ მოიცდიან! თუ სამზარეულო და მისაღები არ არის ერთად,მაშინ სტუმრები შეიყვანეთ სამზარეულოში. სუფრასთან მიიტანეთ სალათთან ან პურთან ერთად,ან მარტო სუფლე. გადმოიღეთ სუფლე თეფშიდან დანით ან კოვზით,ან სტუმრებს შეუძლიათ მიირთვან პირდაპირ სუფლეს თეფშიდან.

ყველის სუფლე

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.