როგორ მოვამზადოთ შობის გერმანული ორცხობილა?

  • An'na
  • იანვარი 4, 2016

მზადაააგერმანული შობის ორცხობილა, ცოტათი რთული მოსამზადებელია, მაგრამ მისი ყოველი ნაჭერი ამად ღირს.

 

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 12 სადილის კოვზი დარბილებული ნაღების კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჭიქა მსხვილად დაფქვილი ნუში
  • ჟოლოს, მარწყვის ან გარგრის ჯემი
  • შაქარის ფხვნილი

ნაბიჯები:

1. დაფქვით ნუში კომბაინის მეშვეობით. აუცილებელია იგი დაფქვილი იყოს მსხვილად.

ნუში

2. დავამატოთ ფქვილი შაქარი და ნაღების კარაქი ნუშს. ავთქვიფოთ, სანამ არ გამოვა ერთიანი მასა. გავაციოთ.

მასა

3. გაახურეთ ღუმელი 350 გრადუს ფარენგეიტამდე (180 გრადუს ცელსიუსამდე). გავაბრტყელოთ ცომი დაახლოებით 1/8 დიუმამდე (0,3 სანტიმეტრამდე). დაჭერით ცომი 2 დიუმის (5 სანტიმეტრის) ზომის ორცხობილის ფორმებად.

ფორმები

4. ამოვაჭრათ ორცხობილების ნახევარ ნაწილს შუა გული პატარა, მრგვალი ფორმებით. დავალაგოთ ორცხობილები პერგამენტის ქაღალდიან ლითონის ლანგარზე გამოსაცხობად. გამოვაცხოთ 12-15 წუთის განმავლობაში.

გამოვაცხოთ

5. ლანგარზე გავაციოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. გადმოვიღოთ ლითონის ლანგრიდან გასაციებელ ბადეზე და იქაც გავაციოთ. გულის ამოუჭრელ ფორმებზე წავუსვათ ჯემი. ზემოდან დავაფაროთ გულ ამოჭრილი ფორმები. მოვაყაროთ ზემოდან შაქარის ფხვნილი და შეგიძლიათ მიირთვათ!

თქვენ გამოგივათ დაახლოებით 20 ასეთი ორცხობილა-სენდვიჩი.

მზადაააა

წინა «
შემდეგი »