როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ტრუფელები?

  • An'na
  • January 27, 2016
  • 0

შოკოლადის ტრუფელებიშოკოლადის ტრუფელები (რომლის სახელიც წარმოდგება ტალახის მსგავსი ზედაფენიანი სოკოსთან მსგავსების გამო) არაჩვეულებრივი და დიდებული გზაა განსაკუთრებული ადამიანების სტუმრობისას. თუ მიყვებით ამ უმარტივეს ინსტრუქციებს, ისინი თბილად მოეწყობიან თქვენ სამზარეულოში და ისიამოვნებენ თქვენი მომზადებული შოკოლადის ტრუფელების გემრიელი არომატით.

 

ინგრედიენტები:

  • 250 გ შავი შოკოლადი ან ნებისმიერი სხვა
  • 150 გ კრემი
  • 40 გ უმარილო კარაქი
  • 75 გ მუქი კაკაოს ფხვნილი
  • 2 სადილის კოვზი წყალი

 

1.მოამზადეთ ორმაგი ქვაბი.დადგით საშუალო ზომის ქვაბი მაღალ ცეცხლზე და ჩაასხით 1 ლიტრი წყალი. მიიყვანეთ წყალი დუღილამდე.

2.შოკოლადი დატეხეთ ან დაჭერით კვადრატის ფორმებზე.შეგიძლიათ შოკოლადის ხაზებს გაყვეთ გაჭრისას, თუ ის ძალიან დიდ ნაჭრებად არაა დაყოფილი.

შოკოლადის ნაჭრები

3.დაამატეთ 2 სადილის კოვზი წყალი ქვაბში (ეს დაეხმარება შოკოლადს დადნობაში.ზოგი ფიქრობს,რომ ეს შოკოლადს ააქაფებს.) და შემდეგ ჩაყარეთ შოკოლადი.

4.ჩადეთ პატარა ქვაბი დიდში(წყლიანში).

ქვაბი

5.მოურიეთ კარგად,როგორც კი შოკოლადი გალღვება.ამას შეიძლება დასჭირდეს 8 წუთამდე.

6.დაამატეთ კრემი ნელ-ნელა და მოურიეთ კარგად განაშეს( შოკოლადისა და ნაღების გლუვი მიქსტურის) მისაღებად.ამ დროის მანძილზე ქვაბი არ გადადგათ გაზიდან,დატოვეთ ლღობის ტემპერატურაზე და ურიეთ სანამ კრემი კარგად არ აირევა შოკოლადში.

7.გადმოიღეთ შოკოლადი გაზიდან და დატოვეთ გასაციებლად.

8.დაამატეთ კარაქი.

  • მოიტანეთ წყალი თავიდან ასადუღებლად და ჩაასხით შოკოლადისა და ნაღების გლუვი მიქსტურა ქვაბში და დადგით გაზზე.
  • დაამატეთ კარაქი და მოურიეთ ბოლომდე გასალღობად.როდესაც მზად იქნება,გამორთეთ გაზი და ქვაბი გადადგით.

კარაქი

9.ჩაასხით განაშე (შოკოლადისა და ნაღების მიქსტურა) დიდ ჯამში,ქვაბში დარჩენილი ნარევი კი კოვზით კარგად მოფხიკეთ. შემდეგ ნარევს გადააფარეთ პოლიეთილენის სახვევი.შედგით ჯამი მაცივარში,სანამ არ გამაგრდება(დაახლოებით ერთი საათით).

10.ტრუფელების მომზადება.

  • გამოიღეთ ჯამი მაცივრიდან.
  • ჩაყარეთ კაკაოს ფხვნილი საშუალო ზომის ჯამში.
  • გამოიყენეთ ნაყინის ამოსაღები ან პატარა ჩაის კოვზი განაშეს პატარა რაოდენობების ამოსაღებად.
  • გააკეთეთ პატარა რგოლები.ხელის გულებით დაამრგვალეთ ისინი რაც შეიძლება სწრაფად,სანამ ძალიან არ დადნებიან. შემდეგ ჩადეთ ისინი კაკაოს ფხვნილის ჯამში და აგორავეთ.

ტრუფელები მზადაა!

შოკოლადის ტრუფელები

წინა «
შემდეგი »