როგორ მოვამზადოთ შოკოლადის რძიანი კოქტეილი?

  • An'na
  • იანვარი 27, 2016

მზადაააშოკოლადის რძიანი კოქტეილი ძალიან ადვილი მოსამზადებელია, თუ თქვენ გიყვართ შოკოლადი მაშინ ეს კოქტეილი ნამდვილად აგაღრფთოვანებთ. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ კლასიკური კოქტეილი ან ჩაატაროთ ექსპერიმენტი სხადასხვა დამატებითი ინგრედიენტებით.

 

ინგრედინტები:

ამ ინგრედიენტებით გამოდის ერთი დიდი ან ორი პატარა კოქტეილი:

  • რძე 1/4 ჭიქიდან (60 მლ-დან) 1 ჭიქამდე (250მლ-მდე)
  • შოკოლადის ან ვანილის ნაყინი,ან გაყინული იოგურტი, ორი დიდი ნაყინის კოვზი
  • შოკოლადი (რამდენიმე ნატეხი) ან შოკოლადის სიროფი (2 სადილის კოვზი), იმ შემთხვევაში თუ იყენებთ ვანილის ნაყინს.
  • ათქვეფილი ნაღები (სურვილისამებრ)

მეთოდი 1/2 შოკოლადის კოქტეილი

1. საყინულეში მოათავსეთ მაღალი ჭიქა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი მაღალი ჭიქა შუშის იქნება თუ ლითონის. მგრამ როცა თქვენ მას საყინულეში მოათავსებთ იგი გაიყინება კოქტეილი ჩასხმამდე და დალევის განმავლობაში თქვენი კოქტეილი იქნება ცივი. ჭიქას გამოიღებთ თუ არა დაიწყეთ წვენის მომზადება,რომ ჭიქა არ გაცივდეს.

2. ნაყინი ცოტათი გაალღვეთ. თუ თქვენ ნაყინს პირდაპირ საყინულიდა გამოიღებთ და გამოიყენებთ მაშინ კოქტეილი გამოვა წყლიანი,თხელი და ზედმეტად ცივი. საუკეთესო შედეგს თქვენ მაშინ მიიღებთ თუ კოქტეილის გაკეთებამდე ნაყინს გამოიღებთ 10 წუთის განმავლობაში და ცოტათი დაარბილებთ,სანამ არ დაიწყებს დადნობას.

  • ცხელ დღეს ჩადეთ ნაყინი მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
  • თუ ნაყინი სწრაფად დადნა მაშინ იგი დაკარგავს თავის ტექსტურას,ამისათვის საჭიროა მისი ნელი დადნობა.
  • ეს ყველაფერი გამოტოვეთ,თუ თქვენ იყენებთ გაყინულ იოგურტს.

ნაყინი

3. შეაერთეთ ინგრედიენტები. აიღეთ ორი ნაყინის კოვზი დარბილებული ნაყინი ან გაყინული იოგურტი და მოათავსეთ ბლენდერში ან შეიკერში. თუ თქვენ არ გაქვთ ბლენდერი აიღეთ დიდი ჯამი,რომელიც არ ჟანგდება. დაამატეთ ნაყინს 1/4 ჭიქა რძე,რომ კოქტეილი გამოვიდეს სქელი. ან მთლიანი ჭიქა რძე თუ გინდათ გამოვიდეს უფრო თხელი.

  • ცხიმიანი რძით გამოდის უფრო ნოყიერი კოქტეილი,ხოლო ისეთი რძით,რომელშიც ნაკლები ცხიმია გამოდის უფრო სასარგებლო კოქტეილი.
  • ნოყიერი კოქტეილისთვის დაამატეთ 1-2 სადილის კოვზი ათქვეფილი ნაღები.
  • დაჩეხილი ყინული თქვენს კოქტეილს გახდის უფრო წყლიანს. თუ თქვენ გინდათ უფრო თხელი კოქტეილი მაშინ დაამატეთ რძე,თუ თქვენი კოქტეილი ძალიან გათხელდა მაშინ შედეთ საყინულეში რამდენიმე წუთის განმავლობაში.

რძე

4. აურიეთ ინგრედიენტები ბლენდერში. ყველაზე მოსახერხებელია,რომ კოქტეილი მოამზადოთ ბლენდერში ან შეიკერში ( ბლენდერი უნდა იყოს დაბალ სიჩქარეზე).

კოქტეილი

5. დაამატეთ შოკოლადი თუ აუცილებელია. თუ თქვენ იყენებთ ვანილის ნაყინს და გინდათ,რომ კოქტეილს ჰქონდეს უფრო შოკოლადის გემო მაშინ გამოიყენეთ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაამატეთ 2 სადილის კოვზი შოკოლადის სიროფი,ათქვიფეთ კოქტეილი 10-30 წამის განმავლობაში და კიდევ დაამატეთ 4 სადილის კოვზი შოკოლადის სიროფი თუ თქვენ იყენებთ ვანილის ნაყინს.
  • რამდენიმე შოკოლადის ნატეხი გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში 10 წამის განმავლობაში. თუ თქვენ შოკოლადს იყენებთ ინგრედიენტად მაშინ დაამატეთ 1/4 ჭიქა შოკოლადი.
  • 2 სადილის კოვზი კაკაო კოქტეილს მისცემს უფრო შოკოლადის გემოს.

კაკაო

6. მიირთვით ცივი ჭიქით. შეგიძლიათ კოქტეილი მორთოთ ათქვეფილი ნაღებით ან დარჩენილი შოკოლადით. ჩადეთ ჭიქაში მსხვილი საწრუპი და გემრიელად მიირთვით!

მზადაა

მეთოდი 2/2 დამატებითი ინგრედიენტები:

1. მოამზადეთ მექსიკური რძიანი კოქტეილი. თუ გაქვთ საშუალება შეიძინოთ მექსიკური შოკოლადის ნაყინი და მექსიკური შოკოლადი,მაშინ დაადნეთ ისინი და თქვენ ნამდვილად გამოგივათ უგემრიელესი მექსიკური კოქტეილი. გამოიყენეთ ასევე ეს ინგრედინტები:

  • 1/8 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
  • 1/8 ჩაის კოვზი დაფქვილი წიწაკა ჩილი
  • 1/8 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

კოქტეილი

2. დაამატეთ ესპრესოს ფხვნილი გემოს გაძლიერებისთვის. შეიძლება თქვენ არ გიყვარდეთ ყავა,მაგრამ ეს მართლაც კარგ გემოს მისცემს და ესევე შეგიძლიათ დაამატოთ 2-3 ჩაის კოვზი ყავა მოკო.

  • საუკეთესო გემოს აძლევს 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი.

3. დაამატეთ ხილი. გაყინეთ ბანანი,რამდენიმე ცალი მარწყვი და ჟოლო. შემდეგ ჩაყარეთ ბლენდერში და ათქვიფეთ რამდენიმე წამის განმავლობაში.

ხილი

4. დაამათეთ ტკბილეულობა. უკეთესი შედეგის მისაღებად,უმჯობესია დავამატოთ ტკბილეული მას შემდეგ რაც კოქტეილი ათქვეფილი იქნება. ან დატოვეთ ეს ტკბილეული ზემოდან ან აურიეთ კოქტეილში ისე ,რომ არ დაკარგოს მან თავის ტექსტუა,ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. აი რამდენიმე იდეა:

  • დაფხვენით მსხვილ ნაჭრებად რამდენიმე შოკოლადის ორცხობილა ან ბრაუნი.
  • დაამატეთ მოხალული ზეფირი ან მთელი საშუალო ზომის სმორები.
  • იყიდეთ ან მოამზადეთ მინი ბლითები.

5. დაამატეთ ცოტა ლიქიორი. ბურბონი,ბაილისი,კალუა ან თქვენი რომელიმე საყვარელი ლიქიორი.

  • ეცადეთ ცოტა რძე უქნათ ,რომ კოქტეილი არ გამოვიდეს თხელი.

მზადაა გემრიელად მიირთვით!

მზადააა

 

 

 

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.