როგორ მოვამზადოთ შრი-ლანკური ხილის სალათი?

  • An'na
  • February 1, 2016
  • 0

სალათიოდესმე გაგისინჯავთ ის საშინელი ხილი ქილაში, რომელსაც ხილის სალათს უწოდებენ? მის ნაცვლად მოვამზადოთ სალათი შრი-ლანკის სტილზე ახალი ხილით, რომელიც გაგაოგნებთ! ის ძალიან გემრიელი და ნოყიერია!

 

ინგრედიენტები:

  • ანანასის ნაჭრები (უკეთესია დაკონსერვებული)
  • ფორთოხლები
  • მარწყვი
  • კივი
  • ვაშლი
  • ყურძენი
  • ლიმონი
  • მარილი
  • შაქარი (სურვილის მიხედვით)

დაგჭირდებათ:

  • ჯამები
  • დანა
  • კოვზი
  • ჩანგალი
  • დესერტის ჯამი
  • კონსერვის გასახსნელი

1.გარეცხეთ ხილი (ფორთოხალი, კივი,ყურძენი, ვაშლი)

2.გახსენით ანანასის კონსერვი და ჩაყარეთ ანანასის ნაჭრები ჯამში.

3.გათალეთ და დაჭერით ფორთოხალი, კივი და ვაშლი კუბიკების ზომაზე და ჩაყარეთ ჯამში.

4.ყურძენი მოაცალეთ ღეროს და ჩაყარეთ ჯამში. შემდეგ დაამატეთ ¼ ჩაის კოვზი შაქარი (თქვენი გემოვნებით).

ყურძენი

5.ჩაასხით ცოტა ლიმონის წვენი. აურიეთ ხილი ერთად. გემრიელი ხილი ჩადეთ დესერტის პატარა ჯამებში და მოემსახურეთ ოჯახს.

6.მიირთვით თქვენი უგემრიელესი შრი-ლანკური ხილის სალათი!

 

დამატებითი რჩევები:

  • ლიმონის იოგური ხილს ცოცხლად შეინახავს და ოდნავ სიტკბოს მისცემს,უბრალოდ პირდაპირ აურიეთ ის ქილიდან.
  • ზოგ ადამიანს ურჩევნია,რომ მეტი სიტკბოსთვის შაქარი დაამატოს.
წინა «
შემდეგი »