როგორ მოვამზადოთ ჭარხლის სალათა?

  • An'na
  • დეკემბერი 25, 2015

სალათაჭარხალი ძალიან ხშირია აზიაში, ამერიკაში და ევროპაში. ეს კულტურა საუკუნეების განმავლობაში მოყავდათ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, როგორც ზღვის ჭარხალი. მიუხედავად იმისა რომ ჭარხალი ბევრი ფერისაა, ყველაზე ცნობილი მაინც მუქი წითელია. გამოკვლევებმა აჩვენა რომ ჭარხალი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. ჭარხალი გამოიყენება ისეთ რეცეპტებში როგორიცაა ბორშჩი ან სალათა ზეთით და ძმრით. ამ სტატიაში ისწავლით თუ როგორ მოამზადოთ შემწვარი ჭარხლის სალათა.

მომზადება:

ნაბიჯი 1.

გაასუფთავეთ ჭარხლის 4 პატარა კონა ან 2 დიდი კონა. მოაჭერით ღეროები და კარგად გარეცხეთ გარედან. გაწმინდეთ ჭარხალი ზეთისხილით და მოაყარეთ ზღვის მარილი. კანის დატოვება გამოიწვევს ნაკლები წვენის დაღვრას.

ნაბიჯი 2.

გააცხელეთ ღუმელი 230 გრადუსზე.

ნაბიჯი 3.

დააწყვეთ ჭარხლები თეფშზე და შედგით ღუმელში. ღუმელში დატოვეთ 40 წუთის განმავლობაში.

ჭარხალი

ნაბიჯი 4.

გამოიღეთ ჭარხალი და შეინახეთ მაცივარში 15 წუთის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ისინი გაცივდებიან, ხელით ნაზად  მოაცალეთ კანი. დაჭერით ჭარხალი და ჩაყარეთ უზარმაზარ ჯამში.

ჭარხალი

ნაბიჯი 5.

აარჩიეთ ჭარხლის მოსართავი.

  • ერთად დააბლენდერეთ: 1 სუფრის კოვზი თაფლი,ორი სუფრის კოვზი დიჯონის მდოგვი, 1 სადილის კოვზი ლიმნის წვენი, 2 სადილის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი, 1 სადილის კოვზი მშრალი ქონდარი.
  • დაამატეთ 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი და მარილისა და წიწაკის ნარევი.

მოსართავი

ნაბიჯი 6:

განათავსეთ ჯამში 450 გრამი სალათის ფურცლები და შპინატი  ერთ ჯამში. მოასხი სალათის ფურცლებს მოსართავი. გაანაწილეთ ის 4 თეფშზე და აურიეთ ჭარხალი.

მზადაა!

სალათა

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.