როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი, ნიუ-იორკის სტილის პიცა?

  • An'na
  • December 31, 2015
  • 0

პიცანამდვილი ნიუ-იორკის პიცა ცნობილია ხრაშუნა ცომით,მრავალფეროვანი ტოპინგით და უამრავი წელვადი ყველით. თუმცა ხშირად ეს ტოპინგი და ყველი არც ისე ჯანსაღია, მაგრამ მათი შემცვლელებით ჩანაცვლებით გემო მაინც ისეთი არაჩვეულებრივი დარჩება. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ნიუ-იორკის პიცის უფრო ჯანსაღი ვერსიის მომზადება.

 

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • 3 სავსე ჭიქა ფქვილი
  • 2 ჩაის კოვზი ზეთისხილის ზეთი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ჩაის კოვზი საფუარი
  • ნივრის კარაქი (გამდნარი კარაქი ნივრით)
  • მწიკვი მარილი

საწებელი:

  • 5 მწიფე, წითელი პომიდორი
  • 4 ჭიქა პომიდორის საწებელი
  • 4 კბილი ნიორი
  • 4 ჩაის კოვზი ძალიან სუფთა ზეთისხილის ზეთი
  • 1/2 ჭიქა ახალი ბოსტნის რეჰანი
  • 1/2 ჩაის კოვზი ქონდარი და ამდენივე ორეგანოს ფოთოლი
  • 1/2 ჩაის კოვზი შავი პილპილი
  • 1/2 ჭიქა სალსა( მექსიკური საწებელი)
  • 1 ჩაის კოვზი დასრესილი წითელი წიწაკა
  • 1 უზარმაზარი კუბიკებად დაჭრილი ხახვი

ტოპინგი:(აირჩიეთ სურვილის მიხედვით)

  • მზეზე გამომშრალი პომიდორი
  • მწვანე ბულგარული წიწაკა(სიგრძეზე დაჭრილი)
  • დაჭრილი ხახვი
  • შავი ზეთისხილი (დაჭრილი)
  • პეპერონი
  • ოდნავ ტენიანი მოცარელას გახეხილი ყველი

1. ცომის მომზადება.

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.

საშუალო ზომის ჯამში 1/2 ჭიქა თბილ( არა ცხელ) წყალში გახსენით საფუარი. ნელ-ნელა,მცირე რაოდენობით დაამატეთ ფქვილი და მოურიეთ. დაამატეთ ზეთი და მარილი ცომში და განაგრძეთ მორევა სანამ ცომი არ გახდება ერთიანი და არ შეინარჩუნებს ფორმას. მას შემდეგ რაც ცომს ექნება მრგვალი ფორმა,გადააფარეთ ქაღალდის ცელოფანი. გადადგით თბილ ადგილას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ან იქამდე სანამ ცომი არ აფუვდება ბოლომდე.

2. საწებლის მომზადება.

დაჭერით ბოსტნეული. დაჭერით პომიდორი და ხახვი კუბიკებად. კარგად დაჭერით ნიორი და ბოსტნის რეჰანი.

უზარმაზარ ტაფაში დაასხით ზეთისხილის ზეთი და დადგით საშუალო ცეცხლზე. როდესაც ზეთი გათბება (არ გააცხელოთ)  დაამატეთ ნიორი და ხახვი და შეწვით დაახლოებით 5-6 წუთი.

მას შემდეგ რაც ხახვი მომზადდება,დაამატეთ დაჭრილი პომიდორი პომიდორის საწებელთან ერთად. დაამატეთ ცოტა წყალი,რათა სითხე არ იყოს ძალიან სქელი.

შემდეგ დაამატეთ შავი პილპილი და სალსა. სალსა პიცას ცოტა ცხარე გემოს მისცემს,მას იყენებს ნიუ-იორკის ბევრი პიცერია.

პიცის საწებელი

დაამატეთ დაჭრილი ბოსტნის რეჰანი, ქონდარი და ორეგანო. შემდეგ დაამატეთ დასრესილი წითელი წიწაკა თქვენი გემოვნებით. დააფარეთ ტაფას თავზე და აადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.

პიცის საწებელი .

პიცისთვის ფორმის მიცემა:

მაგიდაზე დაყარეთ ცოტა ფქვილი, რათა ცომი არ მიეკროს მაგიდას. ამოიღეთ ცომი და დადეთ მაგიდაზე. მოზილეთ ცომი. ხელზე დაიყარეთ ცოტა ფქვილი და დაიწყეთ ცომის გაბრტყელება ბრტყელ, დისკისებურ ფორმაზე. შეგიძლიათ ცომი გააბრტყელოთ გასაბრტყელებელით. დარწმუნდით რომ ცომი ნამდვილად ძალიან თხელია რათა ის ნიუ-იორკის პიცას გავდეს.

წრეწირის ფორმის ლანგარზე დადეთ ცომი და ლანგრის კუთხეებს ცომი მიაკარით. იმისათვის რომ ცომს მივცეთ გემო, წაუსვით მას ნივრის კარაქი. შემდეგ დააყარეთ ცოტა ორეგანოს ფოთოლი.

ცომი

წავუსვათ ცომს საწებელი.

გადმოიღეთ საწებელი გაზიდან და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. დიდი კოვზის გამოყენებით საწებელი დადეთ ცომის ცენტრში და შემდეგ კარგად გადაანაწილეთ. ტიპიურ ნიუ-იორკის პიცას აქვს ძალიან ბევრი საწებელი.

დააკვირდით სად უსმევთ საწებელს. ის არ უნდა იყოს ცომის კუთხეებში. საწებელი კუთხეებიდან დაშორებული უნდა იყოს 2,5 სმ-ით.

ტოპინგის დამატება:

მას შემდეგ რაც წაუსმევთ ცომს საწებელს, დააყარეთ გახეხილი მოცარელას ყველი. ასეთი სახესხვაობა დაგიცავთ რძის კალორიებისგან. თავდაპირველად დაყარეთ ყველის ცოტა ნაწილი, რათა შემდეგ დაამატოთ დარჩენილი ნაწილი.

ტოპინგი თქვენი გემოვნებით უნდა აირჩიოთ, თუმცა ნამდვილ ნიუ-იორკის პიცას ზემოდან აყრია ზეთისხილი, მწვანე ბულგარული და პარმეზანის ყველი.

  • მას შემდეგ რაც მოაყრით ტოპინგს,დააყარეთ ზემოდან მოცარელას ყველის დარჩენილი ნაწილი.

პიცის გამოცხობა:

დადეთ პიცა უზარმაზარ გამოსაცხობ ლითონის ლანგარზე. შედგით ღუმელში გამოსაცხობად. გამოაცხვეთ პიცა 20-35 წუთის მანძილზე ან სანამ ყველი არ გახდება ოქროსფერი-ყავისფერი შეფერილობის.

გამოცხობის შემდეგ გააციეთ პიცა 15 წუთით და შემდეგ მიირთვით.

პიცა

წინა «
შემდეგი »