როგორ მოვამზადოთ ჯოხიანი ნაყინი სახლში?

  • An'na
  • იანვარი 19, 2018

ნაყინიშეგიძლიათ წარმოიდგინოთ ისეთი რამ რაც უფრო გემრიელი იქნება ვიდრე სახლში გაკეთებული შოკოლადის ნაყინი? მოამზადეთ ის დილით სამსახურში წასვლამდე და სახლში დაბრუნებულებს უკვე გაყინული დაგხვდებათ მაცივარში.

ინგრედიენტები მარტივი შოკოლადის ნაყინისთვის:

  • 1 შეკვრა შოკოლადის პუდინგი
  • 3 ჭიქა რძე
  • 1/2 ჭიქა შაქარი

ინგრედიენტები ნუტელის ნაყინისთვის:

  • 1/3 ჭიქა ნუტელა
  • 1 ჭიქა რძე

ინგრედიენტები ბანანის, ავოკადოს და შოკოლადის ნაყინისთვის:

  • 1 1/2 ავოკადო
  • ორი საშუალო ზომის ბანანი
  • 1 ჭიქა ბერძნული იოგურტი
  • 1/4 ჭიქა კაკაოს პუდრი
  • 1 სუფრის კოვზი ვანილის ესენცია

1. ჩვეულებრივი შოკოლადის ნაყინი

1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთად.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი პუდინგი, რძე და შაქარი და მოურიეთ სანამ მასა არ გახდება ერთიანი და გლუვი.

2. ჩაასხით ნაყინის ფორმაში.

ჩაასხით შოკოლადის მიქსი ფორამში, შედგით მაცივარში და დაელოდეთ გაყინვას. თუ არ გაქვთ ნაყინის ფორმა გამოიყენეთ პლასტმასის ჭიქა და დასაჭერად ჯოხები.

3. მზად არის!

გემრიელად მიირთვით.

2. ნუტელას ნაყინი

1. მოათავსეთ ნუტელა და რძე ქვაბში.

გაახურეთ ნუტელა და რძე დაბალ ცეცხლზე მანამ სანამ დუღილს არ დაიწყებს.

  • როცა კარგად გახურდება მასა გადმოდგით ცეცხლიდან და დადგით გრილ ადგილზე.

2. ჩაასხით შოკოლადი ფორმაში.

ჩაასხით მასა ფორმაში და შედგით საყინულეში.

3. ბანანის, ავოკადოსა და შოკოლადის ნაყინი

1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთად.

  • მოათავსეთ რბილი ავოკადო, ბანანი, ბერძნული იოგურტი, კაკაოს ფხვნილი, თეთრი შაქარი და ვანილი და აურიეთ ერთად.

2. ჩაასხით ნაყინის ფორმებში.

მოათავსეთ და დაელოდეთ გაყინვას.

მზადაა! გემრიელად მიირთვით!

წინა «
შემდეგი »