როგორ მოვამზადო ხაჭაპური ,,რვაფურცელა”?

  • datodato16921
  • ოქტომბერი 9, 2014

რვაფურცელასხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ორიგინალური ხაჭაპური, რომელზეც თქვენი სტუმრები თითებს ჩაიკვნეტენ.

ეს საჭმელი მზადდება ისეთი ადამიანებისთვის ვისაც უყვარს ნოყიერად ჭამა. დამიჯერეთ მისი ორი ნაჭერიც კი საკმარისია თქვენს დასანაყრებლად.

ხაჭაპურ რვაფურცელას დასამზადებლად ავიღოთ ოთხი კვერცხი და მთლიანად ავთქვიფოთ 1,5 ჩაის ჭიქა ცივ წყალში, შევაზილოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.

ცომი აუცილებლად საშუალო სიმაგრის უნდა იყოს. გავყოთ ცომი რვა ნაწილად, სათითაოდ გავაბრტყელოთ იმ ყალიბის ზომაზე, რაზედაც უნდა გამოვაცხოთ.

ავადუღოთ წყალი მოზრდილ ქვაბში. წყალში ჩავყაროთ ერთი სუფრის კოვზი მარილი  და სათითაოდ ჩავუშვად გაბრტყელებული ცომები. ვადუღოთ ხუთი წუთი. ცხელი წყლიდან ამოღებულ ცომს სწრაფად გადავავლოთ ცივი წყალი.

ცხიმწასმულ ყალიბზე დავდოთ ჯერ ერთი ფენა ცომი, მოვაყაროთ ყველი და ,,დავასხათ” გამდნარი კარაქი.შემდეგ დავაფაროთ მეორე ფენა და ასე შემდეგ. სულ ბოლოს მერვე ფენას გადავაფარებთ ზემოდან და გვერდებს შევუკრავთ. შევდგამთ ღუმელში და გამოვაცხობთ.

ხაჭაპურ ,,რვაფურცელას” დასამზადებლად საჭირო მასალაა: კარაქი ან მარგარინი 500 გრამი. ოთხი კვერცხი და 1,5 კილოგრამი ყველი.

სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებას და ,,რვაფურცელას” გემოთი დატკბობას.

წინა «
შემდეგი »