როგორ მოვაშოროთ ჩაიდანს ნადები

  • ihow.ge
  • თებერვალი 7, 2013
iHOW.GE

iHOW.GE

დროთა განმავლობაში ჩაიდანი უჩდება ნადები, რომელიც რაღაც დონეზე არაჰიგიენური და ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამ სტატიაში ჩვენ გასწავლით რამოდენიმე მეთოდს, რომლითაც მარტივად შეძლებთ ჩაიდანზე არასასურველი ნადების მოშორებას.

შეიძლება თქვენ ყოველდღიურად რეცხავთ და წმენდ თქვენს ჩაიდანს მაგრამ თავისებური ლაქები მაინც რჩება ჩაიდანს, ხოლო საუკეთესო არომატის მქონე ჩაის მოსამზადებლად უპირველეს ყოვლისა საჭიროა სუფთა ჭურჭელი. თუ თქვენ გსურთ, რომ იქონიოთ სუფთა ჭურჭელი ამისათვის საჭიროა მისი სპეციფიური გაწმენდა, სწორედ ამ სპეციფიურ მეთოდებს გასწავლით ამ სტატიის მეშვეობით.

ჩაიდანზე ლაქების მოშორება საცხობი სოდის მეშვეობით

დაგვჭირდება:

  • საცხობი სოდა;
  • წყალი;
  • ბოთლის სახეხი;
  • სახეხი ნაჭერი;
  • ჭურჭლის გასამშრალებელი ქსოვილი.
  1. ვყრით ერთ ჭიქა სოდას ჩაიდანში;
  2. ვავსებთ ჩაიდანს წყლით;
  3. ვაცხელებთ სოდითა და წყლით ავსებულ ჩაიდანს;
  4. გაცხელების შემდეგ გადმოვდგამთ ჩაიდანს და ველოდებით 10 წუთი, ცოტა რომ გაცივდეს;
  5. ვიღებთ რაიმე სახეხ საშუალებას და ვწმენდ ჩაიდანს შიგნიდან, ფრთხილად იყავით ცხელმა წყალმა არ დაგწვათ;
  6. ნალექის მოშორების შემდეგ გადაღვარეთ წყალი ჩაიდნიდან, დატოვეთ ცოტა მხოლოდ ჩაიდნის ძირში;
  7. ჩაიდანში კვლავ ჩაყარეთ დამატებით სოდა;
  8. დაიწყეთ ჩაიდნის გაწმენდა სახეხით, სოდა და წყლის ნარევი უნდა შესქელდეს, თუ სოდა წყალში გაიხსნა და გაუჩინარდა, მაშინ კიდევ ჩაყარეთ სოდა ჩაიდანში;
  9. განაგრძეთ ჩაიდნის გახეხვა და შეამჩნევთ რომ სოდას ამოყავს ყველა არსებული ლაქა ჩაიდნის ზედაპირიდან;
  10. როდესაც ნალექები საბოლოოდ ჩამოირეცხება, ჩაიდანი გარეცხეთ საგულდაგულოდ;
  11. გაამშრალეთ ჩაიდანი ჭურჭლის გასამშრალებელი ქსოვილით.

ჩაიდანზე ლაქების მოშორება ძმრის მეშვეობით

დაგვჭირდება:

  • თეთრი ძმარი;
  • წყალი;
  • სახეხი ნაჭერი;
  • ჭურჭლის გასამშრალებელი ნაჭერი.
  1. ჩაიდნის ნახევარი გაავსეთ წყლით, ხოლო მეორე ნახევარი ძმრით;
  2. გავაცხელოთ ძმრითა და ცყლით სავსე ჩაიდანი;
  3. ცოტა ხანი ვაცადოთ სითხეს დუღილი და შემდეგ გადოვდგათ ჩაიდანი;
  4. როდესაც წყალი თბილ ტემპერატურამდე დაეცემა გადაღვარეთ ის და დატოვეთ ძალიან ცოტა ჩაიდანში;
  5. გამოიყენეთ სახეხი ნაჭერი და გაწმინდეთ ჩაიდანი შიგნიდან, შეამჩნევთ თუ როგორ შორდება ლაქები ჩაიდანს;
  6. გარეცხეთ ჩაიდანი და გადმოღვარეთ წყალი;
  7. გაამშრალეთ ჭურჭლის გასამშრალებელი ნაჭრით;
  8. გაზავებული ძმრით შესაძლებელია ასევე ჩაიდნის გარე ნაწილის გაწმენდაც.

ეს ორი ძირითადი მეთოდია ჩაიდნის გასაწმენდად, მაგრამ არის კიდევ რამოდენიმე მეთოდი, იგივე სახეხი საშუალებების დახმარებით და ასევე კოკა-კოლის მეშვეობით.

სახეხი საშუალებების შერჩევისას ნუ გამოიყენებთ, ძალიან უხეშ სახეხ ნაჭერს, უმჯობესია გამოიყენოთ ნეილონის ან პლასტიკური სახეხი ნაჭერი.

დუღილის დროს ყურადღება მიაქციეთ ჩაიდანს, ძალიან არ გადადუღდეს და წყალი არ ჩაშრეს თორე ეს გამოიწვევს ახალ ლაქებს.

წინა «
შემდეგი »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.